19 ოქტომბერს “საფარი” სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (SIS) წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტი – “ქალთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ხარისხიანი გამოძიების ხელშეწყობა” წარადგინა. შეხვედრის ბოლოს ორივე მხარე ამ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდა.
პროექტის ფარგლებში “საფარი“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის იმ საქმეებს გააანალიზებს, რომლებშიც “საფარის” იურისტები იყვნენ ჩართულები და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწვდის მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე.
საფარის მთავარ ამოცანას SIS-ის პრაქტიკის გაანალიზება, პერსონალის გენდერული სენსიტიურობის გაზრდა და მისი მანდატის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
“საფარის” პროექტის – ქალთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ხარისხიანი გამოძიების ხელშეწყობა, ფინანსური მხარდამჭერი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტია (EWMI).