"საფარის" საქმეები / სიახლეები

სუროგატი ქალების საქმეს პროკურატურამ ტრეფიკინგის კვალიფიკაცია მიანიჭა

დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სუროგატი ქალების საქმეს ტრეფიკინგის კვალიფიკაცია მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ საფარის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქმის გამოძიება სწორი მუხლით გაგრძელდება.

საფარი კვლავ ველოდებით სუროგატი ქალებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და მოვუწოდებთ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს  მათ თავშესაფარში გადაყვანასა და საჭირო მომსახურების გაწევას, მათ შორის 1000 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციებით უზრუნველყოფას.

საფარი აგრძელებს მუშაობას საქმეზე, რომელიც ეხება საქართველოში კომპანია “ქინდერლის” ჩამოყვანილ სუროგატ დედებს, რომლებიც კომპანიამ ჰონორარის გარეშე, გაუსაძლის სოციალურ პირობებში, საცხოვრისის და საკვების გარეშე დატოვა.