ხვალ, 24 იანვარს, 11.00-ზე, საფარის ოფისში მორიგი პრესკონფერენცია გაიმართება ორგანიზაციის ბენეფიციარის თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით.
თამთა თოდაძე აპირებს, საჩივრით მიმართოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, მის საქმეში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატის – მარიამ კუბლაშილის წინააღმდეგ, მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ მოთხოვნით.
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თვეების მანძილზე აქტიურად მიმოიხილავს, ასაჯაროებს და აკომენტარებს ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის სს საქმის ცალკეულ დეტალებს ტელევიზიებში, ინტერნეტ გამოცემებში, სოციალურ ქსელ facebook-ზე თავის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტებში. ამ გზით მარიამ კუბლაშვილმა თამთა თოდაძეს, როგორც დაზარალებულს, არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დასცინა, დაემუქრა.
სავარაუდოდ, ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა თამთა თოდაძის მიმართ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ, დაარღვია/არ შეასრულა “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გ პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ადვოკატს ევალება, არ შელახოს როგორც სასამართლოს, ისე – პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები.