უბრალოდ, ადექი და უარი თქვი TikTok-ზე! ეს არის „კიბერ პოლიციელის“ სიუზან მაკლინის (Susan McLean) გზავნილი ჩვენთვის, რადგან ბავშვებსა და მოზარდებში ძალზე პოპულარულ ამ ვიდეოაპლიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები დღითიდღე უკონტროლო ხდება.
თუ თქვენ TikTok-ის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი გსმენიათ, ე. ი. ასაკოვანი ხართ.
TikTok-ის მფლობელი 29 წლის ჩინელი ჭან იმინუა, რომელმაც აპლიკაცია 7 წლის წინ დააარსა. დღესდღეობით, იგი ჟურნალი Time-ის მიერ დასახელებულ მსოფლიოში 100 საუკეთესო ბიზნესმენის რეიტინგშია შესული.
ორი წლის წინ, ორი შვილის დედამ, 39 წლის კეროლაინ ვილკინსმა განაცხადა, რომ მისი 11 წლის გოგონა TikTok-ს იყენებდა. „ეს ერთადერთი სოციალური მედიაპლატფორმა იყო, რომლის გამოყენების უფლებაც ბავშვს მივეცით, მაგრამ, რაც იქ ვნახე, ჩემთვის სრული შოკი იყო: ჩემს შვილთან მოდიოდა შეტყობინებები კაცებისგან, ისინი მასთან საუბრის გაბმას ცდილობდნენ, და ეს იმ მოცემულობაში, როდესაც ბავშვს ქსელში არათუ რაიმე სახის ვიდეო, არამედ პროფილის ფოტოც კი არ ჰქონია ატვირთული“, – განაცხადა კეროლაინმა.
ჩვენს რეალობაში, ინტერნეტ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ისეთივე აუცილებელი გახდა, როგორც – რეალურზე. ჩვენ, როგორც ზრდასრულებს, ამის მიზეზები კარგად გვესმის, და ამიტომაც ვართ ზრდასრულები… მაგრამ, ბავშვები და მოზარდები, რასაკვირველია, უსაფრთხოების მოთხოვნებს ჩვენგან განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებენ. ამიტომაც, ჩვენ, როგორც მათმა მეურვეებმა, მათი ცხოვრება უნდა წარვმართოთ. აუცილებელია, მათ კარგად ავუხსნათ, თუ რისი განთავსება და გაზიარება არის მიზანშეწონილი ინტერნეტის საშუალებით.
ნებისმიერ ინტერნეტ აპლიკაციას გამოყენების მინიმალური ასაკი გააჩნია. TikTok – ეს არის აპლიკაცია სოციალური ქსელისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია 13 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერი ადამიანისთვის. TikTok-ის არსი ქსელში მოკლე ვიდეორგოლების განთავსებაა, რომლებიც Snapchat-ს ჰგავს, იმის გამოკლებით, რომ ეს ვიდეოები საერთო წვდომისთვის ინახება, ისევე, როგორც Facebook-ის შეტყობინებები. ამ მოცემულობაში, მინიმალური ასაკი 13 წელი უჩვეულოდ დაბალია, იმის გათვალისწინებით, რომ ეს აპლიკაცია ვიდეოებზეა აწყობილი, ხოლო ვიდეო, როგორც ვიცით, ძალიან უყვართ… პედოფილებს…
ამიტომ, ამ აპლიკაციასთან მიმართებით აუცილებელია, უსაფრთხოების ყველა შესაძლო ზომა მივიღოთ. როგორც ჩანს, თავად TikTok ნაკლებად ზრუნავს იმ ფაქტზე, რომ მისი უამრავი მომხმარებელი არასაკმარისად ზრდასრულია, რათა ხელი მოაწეროს იურიდიულ შეთანხმებას. ასევე, საყურადღებოა, რომ იგი ძალიან ინტენსიურად პედალირებს ბავშვის იმ მდგომარეობაზე, რომ მას არ შეუძლია, ამ აპლიკაციაში აღმოაჩინოს და დაბლოკოს უსაფრთხოების ხარვეზიანი ზონები. ამის ნაცვლად, ისინი ფართო მოქმედების ასპარეზს უქმნიან პედოფილებს.
კიდევ უფრო საგანგაშოა ის ფაქტი, რომ თუ ბავშვი მაინც ეცდება უსაფრთხოების პირობების დაცვას – თავისი ანგარიშის ჩაკეტვას გასაჯაროებისგან, TikTok გვეუბნება, რომ ნებისმიერ უცხოს შეუძლია კონკრეტული ანგარიშის მიერ ატვირთული მასალის ხილვა.
მიუხედავად იმისა, რომ TikTok შესაძლოა შინაარსითა და გამოყენების წესებით Snapchat-ს ჰგავდეს, ტრაფიკის თვალსაზრისით იგი გაცილებით პოპულარულია, ვიდრე Snapchat. რატომ? – იმიტომ, რომ… სიურპრიზი: იგი არამხოლოდ პედოფილებს მოსწონთ, არამედ – თავად ბავშვებსაც.
უფრო მეტიც: დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ TikTok შესაძლოა უსაშინლეს კოშმარად იქცეს მშობლებისთვის, როდესაც საქმე ინტერნეტში თავს გადამხდარ ნეგატიურ გამოცილებას ეხება. ამ აპლიკაციის მეშვეობით, პედოფილები ბავშვებს უკავშირდებოდნენ, უგზავნიდნენ სექსუალურად გულახდილ შეტყობინებებს, თავად პლატფორმაზე კი დუღს და გადმოდუღს ბულინგით აღსავსე დამოკიდებულებები.
სამწუხაროდ, TikTok-ის გამოყენების პირობები არამხოლოდ ხელს უწყობს პედოფილებს, არამედ, როგორც ჩანს, მისი მოდერატორები სისუსტეს მტაცებელი ბავშვების მიმართაც განიცდიან. აქ გულახდილად სექსუალური კომენტარები ჩნდება 9 წლის ბავშვების ამსახველ ვიდეოებზე. როდესაც TikTok-ს ამის შესახებ შეატყობინეს, კომენტარების უმრავლესობა 24 საათში წაიშალა. დიახ, უმრავლესობა. და მიუხედავად იმისა, რომ მათ კომენტარების უმრავლესობა წაშალეს მას შემდეგ, რაც გასაჩივრდა, წესების დამრღვევთა უდიდესი უმრავლესობა კვლავ პლატფორმაზე დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ TikTok-ის გამოყენების პირობები ბავშვებზე მიმართულ სექსუალური შინაარსის მქონე შეტყობინებებს კრძალავს, მისი ადმინისტრაცია სრულიად უმოქმედოა, მანამდეც, სანამ ამ კომენტარებზე საჩივრები არ შევა, და შემდეგაც – იგი არანაირ ზომებს არ იღებს კანონდამრღვევთა წინააღმდეგ. რატომ? რატომ უჭერს მხარს რომელიღაც ორგანიზაცია ამ პედოფილების ამაზრზენ და უკიდურესად საჯარო ქმედებებს? ისინი თავიანთ პირობებს არ აყენებენ და ძირითადად ამბობენ, რომ „არა ნიშნავს კი-ს“.
აუცილებლად დაელაპარაკეთ თქვენს შვილებს ინტერნეტში პირადი მასალების განთავსების საფრთხეზე. ასწავლეთ მათ, რომ არასოდეს გასცენ ქსელში ინფორმაცია თავიანთ ასაკზე, მისამართზე, ტელეფონის ნომერსა და სკოლის მდებარეობაზე.
გასულ წელს, ბავშვების პორნოგრაფიაში ჩაბმისა და სექსუალური მტაცებლების წინაშე დაუცველად დატოვების მიზეზით, ინდოეთმა TikTok-ის გამოყენება აკრძალა.