პროექტის აღწერა: საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა
პროექტის მიზანია საზოგადოებისათვის მეტად ხილული გახადოს საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO-ების) მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი საქმიანობა. იგი ხაზს უსვამს ამ ორგანიზაციების ფართო გეოგრაფიულ და დემოგრაფიულ ჩართულობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და სფეროებში.
პროექტი აჩვენებს ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების უწყვეტ ძალისხმევას ადამიანის უფლებების დაცვაში, გარემოს დაცვის და განათლების მიმართულებებით, თანასწორი, სამართლიანი და მდგრადი საზოგადოების ასაშენებლად.
პარტნიორი/დონორი: USAID East-West Management
პროექტის ხანგრძლივობა: 16.09.2024 — 16.12.2024
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 70,922 აშშ დოლარი.
პროექტის აქტივობები: პროექტის ფარგლებში საფარმა აწარმოა საინფორმაციო კამპანია საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.