პროექტები

ქალი ამომრჩევლების გაძლიერება

პროექტის აღწერა: ქალი ამომრჩევლების გაძლიერება —

წარმოდგენილი პროექტის მიზანია ქალების ხმა გახდეს მნიშვნელოვანი და გასაგონი საზოგადოებრივ სივრცეში, ხოლო მათი მონაწილეობა — გადამწყვეტი ქვეყნის მომავლის ფორმირებაში, ისე, რომ ეს მომავალი რეალურად ასახავდეს ქალების საჭიროებებს, ინტერესებსა და მისწრაფებებს.

ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ქალებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, და ფართო საზოგადოებას აცნობს მათ გამოცდილებებს, პრიორიტეტებსა და ხედვებს, რაც ხელს შეუწყობს უფრო სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების განვითარებას.

პარტნიორი/დონორი: USAID East-West Management

პროექტის ხანგრძლივობა: 13.09.2024 — 13.12.2024

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 86,096 აშშ დოლარი.

პროექტის აქტივობები:

პროექტის ფარგლებში „საფარმა“ განახორციელა საინფორმაციო კამპანია ქალი ამომრჩევლებისთვის — „არჩევნები ჩვენი საქმეა“, რომელიც ხაზგასმით გამოყოფდა ქალების მნიშვნელოვან როლს საარჩევნო პროცესებში და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული საკითხების გაჟღერების აუცილებლობას. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და გავრცელდა მრავალფეროვანი საკომუნიკაციო მასალები, მათ შორის: საინფორმაციო ბროშურები, ვიდეოები, ფოტოები, Reels, პოსტერები და გარე რეკლამა, რომლებიც ხელს უწყობდა ქალი ამომრჩევლების გააქტიურებას.

პროექტმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რეგიონულ მუშაობაზე — 10-ზე მეტ ლოკაციაზე გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ ქალებთან, სადაც განხილულ იქნა მათი ხმის მნიშვნელობა და მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში. შეხვედრების მიზანი იყო ქალების წახალისება, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში და საკუთარი პოზიცია გაეჟღერებინათ.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოპი TikTok-ის კრეატორებისთვის, რომელზეც მონაწილეებთან ერთად განვიხილეთ გენდერული თანასწორობის თემები და ისაუბრეთ იმაზე, როგორ შეუძლიათ სოციალური მედიის მომხმარებლებს ხელი შეუწყონ საზოგადოებრივი პროცესების გაშუქებასა და ახალგაზრდა აუდიტორიების ცნობიერების ამაღლებას.

ქალი ამომრჩევლების ფოტოპორტრეტები და ვიდეოპორტრეტები:

სტატიები ქალთა ორგანიზაციების კამპანიების შესახებ:

საგრანტო ხელშეკრულება