პროექტები

USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაში”

პროექტის აღწერა:

პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ინიციატივა მიზნად ისახავს მათი საჭიროებების უკეთ გააზრებას, უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის სისტემების გაძლიერებას, შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. პროექტი ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების გაძლიერებას, მათი უფლებების დაცვასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას, რათა ბრძოლა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ იყოს ყოვლისმომცველი, ინკლუზიური და თითოეული ქალისა და გოგოს ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული.

პარტნიორი/დონორი: USAID / UNAG

პროექტის ხანგრძლივობა: May 1, 2024 – April 30, 2025 (Cancelled)

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 101,220 აშშ დოლარი. (ბიუჯეტი ბოლომდე არ გახარჯულა, რადგან პროექტი შეწყდა USAID-ის მხრიდან)

პროექტის აქტივობები: საინფორმაციო კამპანია გენდერული ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების შესახებ და უფასო სამართლებრივი დახმარების მიწოდება.