პროექტები

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა (Rule of Law Program)

პროექტის აღწერა:

პროექტი მიზნად ისახავს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, განსაკუთრებული ყურადღებით დაფარულ და ნაკლებად ხილულ ძალადობის ფორმებზე. ინიციატივა ეხება სქესობრივი ძალადობის პრევენციასა და მისი შედეგების დაძლევას, ასევე თანამედროვე გამოწვევას — ტექნოლოგიით ხელშეწყობილი გენდერული ძალადობის (TFGBV) გამოვლენასა და მასთან ეფექტიან ბრძოლას.

პროექტი იმუშავებს როგორც ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით, ისე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და სისტემური ცვლილებების ხელშეწყობაზე, რათა საქართველოში ქალებსა და გოგოებს ჰქონდეთ უსაფრთხო, თავისუფალი და მხარდამჭერი გარემო როგორც რეალურ, ისე ციფრულ სივრცეებში.

პარტნიორი/დონორი: USAID East-West Management

პროექტის ხანგრძლივობა: 10/20/2024 — 10/19/2025 (Cancelled)

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 149,092 აშშ დოლარი. (ბიუჯეტი ბოლომდე არ გახარჯულა, რადგან პროექტი შეწყდა USAID-ის მხრიდან)