ფანჯარა

Vətəndaşlıq anlayışı

Vətəndaşlıq anlayışımı təsvir etməyə çalışacağam. Gürcüstanda doğulub boya-başa çatan bir azərbaycanlı kimi vətəndaşlıq anlayışını ilk dəfə məktəbdə öyrəndim.Uşaqlıqda vətəndaşı bir ölkədə doğulub yaşayan, o ölkənin pasportuna malik olan şəxs idi mənim üçün. Yenə də, bu anlayışı qavramaq mənim üçün çox çətin idi.
🎓 Növbəti mərhələ universitet oldu – orada öyrəndim ki, vətəndaşlıq insanın ölkə ilə hüquqi əlaqəsinə deyilir. Vətəndaşın dövlət qarşısında, eləcə də dövlətin vətəndaşlar qarşısında bir çox hüquqları və vəzifələri var. Dövləti vətəndaşlar özləri yaradıblar və dövlət onların ehtiyac və tələblərinin həllinə diqqət yetirməlidir.
👦👧Vətəndaş ölkənin əsas atributudur, qayğı obyektidir, ölkənin qurucusudur. Hər bir vətəndaş öz ölkəsinin qeydinə qalmağa, ona qayğı ilə yanaşmağa borcludur. İkincisi, hamı başqalarının və ətrafdakıların hüquqlarına hörmət etməlidir. İnsan əxlaqın qızıl qaydasına əməl etməlidir, yəni ona qarşı necə davranılmasını istəyirsə, başqalarına elə də davranmalıdır. Mən uşaqlıqdan özümü Gürcüstan vətəndaşı kimi hiss edə bilmədim. Bunu izah etmək çox çətindir. Həmişə çoxluqdan dil, din, adət-ənənə baxımından fərqləndiyim üçün bura aid olmadığımı düşünmüşəm, fərqliliklərimə hörmətlə yanaşmayıblar, məni qüsurlu hesab ediblər. Bəzi insan bunu hələ də bir qüsur kimi qəbul edir.
🌾 TDU-nun gürcü dili hazırlıq fakültəsində oxuyarkən Novruz bayramında azərbaycanlılara bayram keçirmək imkanı veriləndə özümü ilk dəfə vətəndaş kimi hiss etdim.
🙋‍♀️Mən Gürcüstan vətəndaşıyam, konstitusiyaya, qanunlara, dövlətin mənim üzərimə qoyduğu öhdəliklərə və vəzifələrə hörmət edirəm, qanunvericiliyə hörmət edirəm. Mən ölkəm qarşısında vicdanlı vətəndaşam, amma ölkəmdən də eyni hörməti tələb edirəm, çünki bu, konstitusiya ilə ona həvalə olunub. Konstitusiyada Gürcüstanın hüquqi və sosial dövlət olduğu göstərilir. İstəyirəm ki, bütün həmvətənlərim əxlaqın qızıl qaydasına əməl etsinlər və Avropa Gürcüstanını birlikdə quraq.
Müəllif: Gizbəs İskəndərova
————–
მოქალაქეობა
📝მე შევეცდები, აღგიწეროთ მოქალაქეობის ჩემებური დეფინიცია.
როგორც საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა ქართველმა აზერბაიჯანელმა, მოქალაქეობის ცნება პირველად სკოლაში გავიგე. ჩემი ბავშვური აზროვნებით, მოქალაქეს ეძახდნენ იმ პირს, რომელიც დაიბადა, ცხოვრობს ქვეყანაში და აქვს იმ ქვეყნის პირადობა. თუმცა, ეს ცნება ჩემთვის აღსაქმელად ძალიან რთული იყო მაინც.
🎓შემდეგი ეტაპი იყო უნივერსიტეტი – აქ ვისწავლე, რომ მოქალაქეობა არის პიროვნების სამართლებრივი კავშირი ქვეყანასთან. მოქალაქეს მრავალი უფლება-მოვალეობა და ვალდებულება აქვს სახელმწიფოს წინაშე, ისევე, როგორც სახელმწიფოს – თავისი მოქალაქეების წინაშე. სახელმწიფოს თავად მოქალაქეები ქმნიან, რათა ამით თავიანთი საჭიროებები და მოთხოვნილებები უზრუნველყონ.
👧👦 მოქალაქე არის ქვეყნის მთავარი ატრიბუტი, ზრუნვის ობიექტი, თვით ქვეყნის მშენებელი. ყოველი მოქალაქე ვალდებულია, გაუფრთხილდეს თავის სახელმწიფოს, იზრუნოს მასზე და გულისხმიერებით მოეკიდოს მას. მეორეც, მან პატივი უნდა სცეს სხვის უფლებებს და გარემოს, უნდა დაიცვას მორალის ოქროს წესი, ანუ სხვასაც ისე უნდა მოექცეს, როგორც თავად ისურვებდა, რომ მოქცეოდნენ.
🌾მოქალაქეობრივი სულისკვეთება პატარობიდან უნდა ჩაუნერგონ ადამიანებს. მე ეს მაკლდა და ამიტომ ვერ ვგრძნობდი თავს საქართველოს მოქალაქედ. მიზეზები კი ძალიან რთულად ასახსნელია. სულ მეგონა, რომ აქაურობას არ ვეკუთვნოდი, რადგან ენით, რელიგიითა და ტრადიციებით განვსხვავდებოდი უმრავლესობისაგან. ჩემს განსხვავებულობას პატივს არ სცემდნენ და ნაკლად მიაჩნდათ. ზოგს ეს ისევ ნაკლად მიაჩნია. პირველად თავი მოქალაქედ მაშინ ვიგრძენი, როცა თსუ-ს ქართული ენის მოსამზადებელ ფაკულტეტზე სწავლისას, ეთნიკური აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გაგვათავისუფლეს, რითიც მისი თავისუფლად აღნიშვნის საშუალება მოგვეცა.
🙋‍♀️მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ვიცავ კონსტიტუციას, კანონებს, სახელმწიფოს მიერ ჩემდამი დაკისრებულ ვალდებულებებს. ჩემი სამშობლოს წინაშე ვარ კეთილსინდისიერი მოქალაქე. მისგანაც ვითხოვ პატივისცემას, რადგან ეს კონსტიტუციით ევალება მას. კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველო არის სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო. მე მინდა, რომ ჩემმა ყველა თანამოქალაქემ დაიცვას მორალის ოქროს წესი და ერთად ავაშენოთ ევროპული ღირებულებების მქონე საქართველო.
ავტორი: გიზბეს ისკანდაროვა