ფანჯარა

Əmlak hüququ üçün

Qoqa Xatiaşvili insan hüquqları üzrə ekspert, İliya Dövlət Universitetinin və Gürcüstan Milli Universitetinin SEU-nun dəvətli lektorudur.
Gürcüstan qanunları cinsiyyətə görə əmlak əldə etmək məsələsini müəyyən etmir, amma reallıq tamam başqadır. Praktikada mövcud vəziyyət nə yerdədir?
Gürcüstan qanunlarına görə, qadın və kişilərin varislik hüququ eyni olsa da, ənənəvi olaraq ailə mülkiyyəti adətən kişiyə qalır. Lakin bu, nə cəmiyyət, nə də qurban tərəfindən iqtisadi zorakılıq forması kimi qəbul edilmir. Ənənəvi-mədəni təsirlər o qədər güclüdür ki, qadınlardan miras tələbi cəmiyyətin böyük bir hissəsi tərəfindən yanlış anlaşılır. Qadınlar varislik hüquqlarından xəbərdar olduqları halda belə, nadir hallarda onların müdafiəsi üçün mübarizə aparırlar, çünki miras mübahisəsinə başlayanda potensial iqtisadi faydalar cəmiyyətin və ailə üzvlərinin onlara vurduğu mənəvi zərərdən artıq deyil.
Rəsmi məlumatlara görə, Gürcüstanın demək olar ki, bütün regionlarında qadınlar dövlət reyestrində qeydə alınan əmlaka görə kişilərdən geri qalırlar. Sizcə, göstəricilərin balanssızlığını nə müəyyənləşdirir?
Qeydiyyat dərəcəsinin real səbəblərini izah etmək üçün məsələnin əlavə tədqiqinə ehtiyac var, baxmayaraq ki, məlumatlardakı fərqin formalaşmış patriarxal mədəniyyətin və məlumatlılığın olmamasının (məsələn, bəzi bələdiyyələrdə məlumatlılıq səviyyəsi kəskin şəkildə aşağı ola bilər) təsir etdiyini güman edə bilərik. Bələdiyyələrin özündə gender bərabərliyinə və qadınların səlahiyyətlərinin artırılmasına münasibət də rol oynaya bilər.
Daşınmaz əmlakı olmayan qadınlar hansı maneələrlə üzləşirlər? Təcrübənizə əsaslanaraq, hansı işlərə diqqət yetirərdiniz?
Mütləq qeyd etmək lazımdır ki, qadınların zorakıdan iqtisadi asılılığı, o cümlədən xüsusi mülkiyyətin olmaması zorakılığın sistemli şəkildə baş verməsinin əsas səbəblərindən biridir. Ombudsmanın araşdırması təsdiq edib ki, qadınların əksəriyyəti ağır sosial-iqtisadi vəziyyətə görə sığınacağa yerləşdirilib. Onların əksəriyyətinin gəliri yox idi və adına daşınmaz əmlak rəsmiləşdirilməyib.
2017-ci ildə Birləşmiş Millətlər Təşkilatının Qadınlar Təşkilatının və Geostat təşkilatının birgə araşdırması təsdiqlədi ki, mənzil problemləri qadınların zorakılığa məruz qaldıqları yerlərdə niyə evdə qalmağa üstünlük vermələrinin həlledici amillərindən biridir. Zorakılığa baxmayaraq, bir çoxları evlərinə qayıda bilməyiblər, çünki ailələri onları geri qəbul etməkdən imtina edib. Belə bir fikir var ki, qız toydan sonra ata-anasının evini tərk edir və ona olan hüququnu itirir. Bu o deməkdir ki, zorakılığa məruz qalan qadınlar valideynlərinə sığına bilməz.
“People in Need” beynəlxalq təşkilatının və Aİ-Çexiya İnkişaf Agentliyinin “Vətəndaş Cəmiyyəti Aktorları Cənubi Qafqazda və Moldovada Dəyişikliklərin Təşəbbüskarları kimi” layihəsinin dəstəyi ilə “Freya” təşkilatı “Qadınlar əmlak hüququ üçün” adlı kampaniya çərçivəsində silsilə məqalələr hazırlamışdır. Məqalənin məzmununa görə, yalnız “Freya” məsuliyyət daşıyır və məzmun donorun fikirlərini əks etdirməyə bilər.
გოგა ხატიაშვილი ადამიანის უფლებათა ექსპერტია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU მოწვეული ლექტორი.
საქართველოს კანონმდებლობით ქონების მიღების საკითხი სქესის ნიშნით არ განისაზღვრება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. რა სიტუაცია გვაქვს პრაქტიკაში?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ქალისა და კაცის მემკვიდრეობის უფლება თანაბარია, ტრადიციულად ოჯახის ქონება, როგორც წესი, კაცს რჩება. თუმცა ეს არ აღიქმება ეკონომიკური ძალადობის ფორმად არც საზოგადოების და არც მსხვერპლის მიერ. ტრადიციულ-კულტურული გავლენები იმდენად ძლიერია, რომ ქალების მხრიდან მემკვიდრეობის მიღების მოთხოვნას საზოგადოების დიდი ნაწილი გაუმართლებლად აღიქვამს. იმ შემთხვევებშიც, როცა ქალებმა იციან თავიანთი მემკვიდრეობითი უფლებების შესახებ, ისინი იშვიათად იბრძვიან მათ დასაცავად რადგან შესაძლო ეკონომიკური სარგებელი, არ აღემატება იმ მორალურ ზიანს, რომელიც მას საზოგადოებისა და ოჯახის წევრთა მხრიდან ადგება, როდესაც სამკვიდროზე დავას იწყებს.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ქალები თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების მაჩვენებლით. როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს მონაცემთა დისბალანსს?
რეგისტრაციის მაჩვენებლის რეალური მიზეზების ასახსნელად საჭიროა საკითხის დამატებითი შესწავლა, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მონაცემების განსხვავებაზე გავლენას ახდენს დამკვიდრებული პატრიარქალური კულტურა და ინფორმირებულობის ნაკლებობა (მაგ. შესაძლოა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინფორმირებულობის მასშტაბი იყოს მკვეთრად დაბალი). თავად მუნიციპალიტეტებში დამკვიდრებული განწყობები გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხების მიმართ, ასევე შესაძლოა გარკვეულ როლს თამაშობდეს.
რა სახის ბარიერებს აწყდებიან ქალები, რომლებიც არ ფლობენ უძრავ ქონებას? თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა სახის ქეისებზე გაამახვილებთ ყურადღებას?
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალების ეკონომიკური დამოკიდებულება მოძალადეზე, მათ შორის, კერძო საკუთრების არქონა, არის ძალადობის სისტემატურად თმენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სახალხო დამცველის კვლევით დადასტურდა, რომ ქალების უმეტესობა თავშესაფარში ძალადობასთან ერთად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო მოხვდა. მათ უმეტესწილად არ ჰქონდათ შემოსავალი და მათ სახელზე არც რაიმე სახის უძრავი ქონება იყო რეგისტრირებული.
2017 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „საქსტატის“ ერთობლივმა კვლევამ დაადასტურა რომ საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემები ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, რის გამოც ქალები სახლში დარჩენას ამჯობინებდნენ, სადაც მათზე ძალადობა ხდება. ძალადობის მიუხედავად, ბევრ მათგანს არ შეეძლო მშობლიურ სახლში დაბრუნება, რადგან მათი ოჯახი უარს ამბობდა მათ უკან მიღებაზე. გავრცელებულია აზრი, რომ გოგო ქორწილის შემდეგ ტოვებს მშობლების სახლს და კარგავს მასზე უფლებას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქალებს, რომლებიც ძალადობას განიცდიან, არ შეუძლიათ, თავშესაფარი მოსთხოვონ მშობლებს.
„კავშირი ფრეიას” კამპანიის “ქალები საკუთრების უფლებისთვის“ ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფიფლ ინ ნიდ”-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში, მომზადდა სტატიების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებებს.