ფანჯარა

“Ər Çörəyi”

Qadınlar sosial olaraq onlara verilən rollara görə həm evdar qadın, həm də iş qadını kimi analıq vəzifələrini eyni anda yerinə yetirə bilər. Xüsusilə günümüzdə qadınların ailə məsuliyyətlərinin artması onların iş və ailə sahələrində daha çox rol münaqişəsi yaşamasına səbəb olur. Görürəmki “ər çörəyi” yemək istəməyən xanımlar var.
Cəmiyyətimizdə qadınların üzərinə götürdüyü müxtəlif vəzifələr ümumilikdə qadınların psixoloji sağlamlığına həm mənfi həm müsbət təsir göstərir. Tədqiqatlara nəzər salsaq araşdırılan işsiz qadınlara da baxıldığında, ölkədəki işsizliyin və evdar qadınların aşağı gəlir səviyyəsinin psixoloji sağlamlıqlarına mənfi təsir göstərdiyi məlumdur. Bir çox psixoloq gələn qadın pasientin “ev xanımı” olmaq fobiası olduğunu qeyd edib. Lakin mütləq şəkildə vurğulamaq lazımdir ki, cəmiyyətimizdə işləyən qadınların həm işdə, həm də evdə işləyən, kişilərlə bərabər hüquqları yoxdur. Şəhərlərdə işsizlik nisbətləri cinslərə görə təhlil edildikdə, qadınların işsizlik nisbətlərinin kişilərdən daha yüksək olduğu aşkar edilir.
Qadının cəmiyyətdə yeri əsrlər boyu ev olaraq müəyyən edilmiş, onların vəzifəsi uşaq böyütmək, ev işləri görmək kimi qəbul edilmişdir. Ancaq XIX əsrdən başlayaraq sənayeləşmənin sürətli inkişafı nəticəsində ailədə və ağır şəraitdə təmənnasız fəhlə işləyən qadınlar təhsil almaq hüququ qazanmış, evdən kənarda əmək haqqı ilə işləmək imkanı əldə etmişlər.
Ölkəmizdə Əmək Qanunu ilə qadınların seçmək və seçilmək, qanunlarda kişilərlə bərabər hüquqlara malik olmaq hüququ və s. ilə yanaşı, iş həyatında bəzi düzəlişlər edilmişdir. Son illər qadınların məşğulluğunda və təhsilində müsbət artım var, lakin bu artım hələ gözlənilən səviyyədə deyil. Cəmiyyətimizdə hökm sürən inanca görə və ya stereotipə görə qadınların aid olduğu yer onların evidir və əsas işi ev işləri görmək, həyat yoldaşı və uşaqlarına baxmaqdır. Əri gətirməli qadın isə “Ər Çörəyi” yeməlidir. Hələ də ənənəvi ailələrdə qadınların evdən kənarda maaşla işləməsi mümkün olmadığı görünür.
Mən qadınların maddi cəhətdən qazana biləcəkləri bir işdə işləmək zərurətinin günü-gündən artmaqda davam etməsini tələb edirəm. Cəmiyyətimizin əksəriyyətində qadın işçi qüvvəsinə cəmiyyətimizin ənənəvi baxış bucağının hələ də davam etməsi dəhşətlidir.
Düşünürəm ki, acınacaqlı vəziyyətdəyik…..
Müəllif: Laləzar Həsənova
———————
“ქმრის პური”
სოციალურად დაკისრებული როლებიდან გამომდინარე, ქალებს შეუძლიათ, ერთდროულად იყვნენ დედებიც და დიასახლისებიც, განსაკუთრებით დღესდღეობით, როცა ქალების მზარდი ოჯახური პასუხისმგებლობა იწვევს უფრო მეტ როლურ კონფლიქტს მათ სამუშაო და ოჯახურ სფეროებში. თუმცა, დღესდღეობით უკვე ჩანს, რომ არიან ქალები, რომლებსაც არ სურთ „ქმრის პურის“ ჭამა.
ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში ქალების სხვადასხვა პასუხისმგებლობას აქვს როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი გავლენა ქალის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. გამოკითხულ სახლისგარეთ არამომუშავე ქალების კომენტარებს თუ გადავხედავთ, ნათლად ჩანს, რომ ქვეყანაში უმუშევრობა და დიასახლისების დაბალი შემოსავლის დონე უარყოფითად აისახება მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ბევრი ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ მის პაციენტ ქალებს აქვთ „დიასახლისობის“ ფობია. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს საზოგადოებაში მომუშავე ქალებს არ აქვთ იგივე უფლებები, რაც მამაკაცებს, როგორც სამსახურში, ასევე სახლში. ქალაქურ დასახლებებში უმუშევრობის დონის გენდერული ანალიზისას, აღმოჩნდა, რომ ქალებში უმუშევრობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში.
ქალის ადგილი საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში განისაზღვრა, სახლით: მისი მოვალეობა იყო ბავშვების აღზრდა და საშინაო საქმეების შესრულება. თუმცა, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ინდუსტრიალიზაციის სწრაფი განვითარების შედეგად, ოჯახში და რთულ პირობებში მომუშავე ქალებმა მიიღეს განათლების უფლება და სახლის გარეთ მუშაობის შესაძლებლობა.
ახლანდელი შრომის კანონი ითვალისწინებს ქალის არჩევანის უფლებას. კანონის მიხედვით, ყველა სფეროში, მას კაცთან თანაბარი უფლებები აქვს. გარდა ამისა, გარკვეული ცვლილებები ხდება ქალის საქმიან ცხოვრებაში. ბოლო წლებში, ქალების დასაქმებისა და განათლების პოზიტიური ზრდა შეიმჩნევა, მაგრამ ეს ზრდა ჯერ საჭირო დონეზე არ არის. ჩვენს საზოგადოებაში გაბატონებული რწმენისა თუ სტერეოტიპის მიხედვით, ადგილი, რომელიც ქალს ეკუთვნის, მისი სახლია და მისი მთავარი საქმეა საშინაო საქმეების შესრულება, მეუღლისა და შვილების მოვლა. ქალმა კაცის მიერ შემოტანილი „ქმრის პური“ უნდა ჭამოს. დღესაც კი, ტრადიციულ ოჯახებში ჩანს, რომ ქალებს ხელფასზე, სახლის გარეთ მუშაობა არ შეუძლიათ.
მე მოვითხოვ, რომ ქალებმა იმუშაონ ისეთ სამსახურებში, სადაც მათ ფინანსურად კაცების თანასწორი ანაზღაურება ექნებათ, ზრდის პერსპექტივით. საშინელებაა, რომ ტრადიციული შეხედულება ქალების დასაქმების შესახებ ჩვენი საზოგადოების უმეტეს ნაწილში ჯერ კიდევ გრძელდება.
ამ შეხედულების მიხედვით, ფაქტობრივად, ზოგიერთი ქალის, როგორც ინდივიდის, მთავარი ამოცანაა იყოს „ცოლი“, „დედა“ პერსონაჟი. დაე, ჩემმა ქმარმა იმუშაოს, მე ვიქნები ჩემი სახლის ქალი, – მსგავსი მიდგომები, სამწუხაროდ, ჩვენში კვლავაც გავრცელებულია.
მგონი სავალალო მდგომარეობაში ვართ…
ავტორი: ლალეზარ გასანოვა