განძი

Ամուսնության տարիքը

🔹 Ամուսնությունը, որպես սոցիալական ինստիտուտ, միշտ արդի է։ Մարդկության դարավոր պատմության ընացքում, մարդիկ միշտ կապեր են հաստատել՝ ստեղծելով ընտանիքներ։ Ամուսնությունը ոչ միայն բնության բնականոն կարգերը շարունակելու և մարդ տեսակի բազմացման և զարգացման խթան է, այլև ունի իր սոցիալական ֆունկցիան, որի նպատակն է սերունդերին կրթել և հաղորդել նախնյաց փորձը, ավանդույթները, գիտելիքները և մշակույթը։
🔹 Մեր ժամանակներում ամուսնությունը կորցնում է արդիականությունը երիտասարդների շրջանում։ Ամուսնության միջին տարիքը, տարեց տարի շատանում է։ Եթե նախկինում լրիվ նորմալ էր և նույնիսկ անհրաժեշտ էր ամուսնանալ վաղ հասակում, ապա այսօր ընդհակառակը՝ ոչ մեկ չի ուզում և չի կարող իրեն թույլ տալ շուտ ընտանիք կազմել։ Նախնյաց հասարակության կոլեկտիվ կառուցվածքը, հատկապես ֆեոդալական դարաշրջանում, ստիպում էր մարդկանց շուտ ամսունանալ։
🔹 Բազմաթիվ հիվանդություններ և բժշկության անբավարար զարգացումը ստիպում էին մարդկանց շատ երեխաներ ունենալ, քանի որ ոչ բոլոր երեխաներն էին հասունացել, և ոչ էլ հակաբեղմնավորման միջոցներ կային։ Այն ժամանակներում չափազանց կարևոր էր ունենալ մի քանի տղա զավակ, ֆիզիկապես ուժեղ, ով կօգներ ծնողներին ագրարային տնտեսության հարցում։ Վաղ ամուսնությունը, այդ պայմաններում, դիտվում էր որպես տնետեսական բարօրրության միջոց և չմոռանանք, նաև այն փաստը, որ տղամարդկանց ապրելու միջին տարիքը միշտ քիչ է եղել՝ ծանր ֆիզիկական և ռիսկային գործառույթ կատարելու պատճառով։ Եթե հաշվի առնենք կանանց վերարտադրողական անկայունությունը, կարող ենք ենթադրել, որ վաղ ամուսնությունը ոչ միայն բռնակալ ծնողների քմահաճույքն էր և բարքերի, ավանդույթների թելադրանքը, այլ նաև տնեսագիտական բարրօրության լուրջ հիմքեր ուներ։
👉 Այսօր հակառակ իրավիճակը ունենք Եվրոպական երկներում. ծնելիության միջին քանակը տարեց տարի քչանում է, պատճառը կրկին թելադրված է տնտեսական միտումենրով։ Բարելավվել է բժշկությունը, պետությունը ապահովում է տարեցներին սոցիալական օգնությամբ և այլևս չկա հին մոտիվացիան շատ երեխա ունենալու։ Կապիտալիստական աշխհարում, որտեղ բոլորը պետք է վարձատրվեն ըստ արժանիքի և տաղանդի՝ մարդիկ ձգտում են ստեղծել լավ կարիերա և ապագա՝ սերունդների համար։ Ամուսնությունը, որպես սոցիալական ինստիտուտ կորցնում է իր նշանակությունը, արժեքները արդեն թելադրվում են տռանսնացիոնալ և ինտերնացիոնալ ընկերությունների կողմից, մասսայական ինֆորմացիան փոխում է իրականությունը, ըստ քաղաքական անհատների շահերի, մշակույթը փոխանցվում է նորագույն տեխնոլոգիաների և կապի բարելավման միջոցով։ Այս պայմաններում մարդիկ գործնականում սոցիալական դերեր կատարելու կարիք չունեն, և սերունդների դաստիարակության խնդիրը զգալի չափով փոխանցվում է հասարակությանն ու պետական կառույցներին։
👉 Այստեղից կարելի է եզրակացնել, որ այն, ինչ նախկինում ձեռնտու էր տնտեսական պատճառներով, այսօր ձեռնտու չէ նույն տնտեսական պատճառներով։ Առավել տագնապալի է վաղ ամուսնության վնասակար ազդեցությունը ժամանակակից հասարակության մեջ ապրող աղջիկների վրա, քանի որ նրանց կյանքը զոհաբերվում է հին ավանդույթների բոլորովին աննպատակ, դատարկ համատեքստին: Ուստի կենսականորեն կարևոր է հասկանալ այս ամենը և վերացնել վաղ ամուսնության ժամանակատար, վնասակար պրակտիկան:
————
⏩ ქორწინების ასაკი
🔹ქორწინება, როგორც სოციალური ინსტიტუტი, ყოველთვის აქტუალურია. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, ადამიანები ყოველთვის უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, ოჯახის მეშვეობით. ადამიანების ერთობლივი ცხოვრება არა მხოლოდ სტიმულია რეპროდუქციისა და განვითარების გასაგრძელებლად, არამედ აქვს თავისი სოციალური ფუნქციაც, რომლის მიზანია წინაპართა გამოცდილების, ტრადიციების, ცოდნისა და კულტურის გაგრძელება და კომუნიკაცია.
🔹 ჩვენს დროში, ქორწინება ახალგაზრდებში აქტუალობას კარგავს. ქორწინების საშუალო ასაკი ყოველწლიურად იზრდება. თუ ადრე სავსებით ნორმალური და აუცილებელიც კი იყო ადრეულ ასაკში დაქორწინება, დღეს, პირიქით, არავის სურს და არ შეუძლია ასე ადრე ოჯახის შექმნა. საგვარეულო საზოგადოების კოლექტიური სტრუქტურა, განსაკუთრებით ფეოდალურ ხანაში, აიძულებდა ადამიანებს, ადრე დაბერებულიყვნენ.
🔹 უამრავი დაავადება და მედიცინის არასაკმარისი განვითარება ადამიანებს იძულებით მდგომარეობაში აგდებდა, ბევრი შვილი ჰყოლოდათ, რადგან ყველა ბავშვი ვერ აღწევდა სრულწლოვანებამდე და არც კონტრაცეპციის საშუალებები იყო ხელმისაწვდომი. იმ ხანაში, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ფიზიკურად ძლიერი რამდენიმე ვაჟის ყოლა, რომლებიც დაეხმარებოდნენ მშობლებს აგრარულ მეურნეობაში. ადრეული ქორწინება, იმ პირობებში, განიხილებოდა, როგორც ეკონომიკური კეთილდღეობის საშუალება. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყოველთვის ხანმოკლე იყო, მძიმე ფიზიკური და სარისკო საქმის შესრულების გამო. თუ გავითვალისწინებთ ქალების რეპროდუქციულ არასტაბილურობას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადრეული ქორწინება იყო არა მხოლოდ ტირანი მშობლების ახირება და წეს-ჩვეულებებით და ტრადიციებით ნაკარნახევი აუცილებლობა, არამედ მას ჰქონდა მნიშვნელოვანი საფუძველი სოციალური კეთილდღეობისთვის.
👉 დღეს საპირისპირო სიტუაცია გვაქვს. ევროპის ქვეყნებში შობადობის საშუალო რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, ამის მიზეზს კი ისევ ეკონომიკური ტენდენციები კარნახობს. ჯანდაცვა გაუმჯობესდა, სახელმწიფო სოციალურ დახმარებას უწევს მოხუცებს და აღარ არსებობს ძველი მოტივაცია მრავალშვილიანობისთვის. კაპიტალისტურ საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი უნდა ანაზღაურდეს დამსახურების და ნიჭის მიხედვით, ადამიანები ცდილობენ, შექმნან კარგი კარიერული საფუძველი მომავალი თაობებისთვის. ქორწინება, როგორც სოციალური ინსტიტუტი, კარგავს თავის მნიშვნელობას. სოციალურ ღირებულებებს უკვე კარნახობენ ტრანსნაციონალური და საერთაშორისო კომპანიები. მასობრივი ინფორმაცია ცვლის რეალობას კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ინტერესების შესაბამისად, ინდუსტრია გადადის უახლეს ტექნოლოგიებზე და გაუმჯობესებულ კომუნიკაციაზე. ამ პირობებში, ადამიანებს პრაქტიკულად არ სჭირდებათ სოციალური როლების შესრულება, თაობების აღზრდის საკითხი კი მნიშვნელოვანწილად გადადის საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე.
👉 შეიძლება, დავასკვნათ, რომ ის, რაც ოდესღაც ეკონომიკური მიზეზების გამო მომგებიანი იყო, დღეს არ არის ხელსაყრელი, იმავე ეკონომიკური მიზეზების გამო. მით უფრო, საგანგაშოა ადრეული ქორწინების დამაზიანებელი გავლენა თანამედროვე საზოგადოებაში მცხოვრებ გოგონებზე, რადგან მათი ცხოვრება ძველი ტრადიციების სრულიად უმიზნო, ცარიელ კონტექსტს ეწირება. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გააზრება და ადრეული ქორწინების დრომოჭმული, დამაზიანებელი პრაქტიკის აღმოფხვრა.