"საფარის" აქტივობები / სიახლეები

საერთაშორისო იურისტის თანაშემწე – ანაზღაურებადი სტაჟირება

„საფარი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას  საერთაშორისო იურისტის თანაშემწის პოზიციაზე, თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: არასრული.

ძირითადი ფუნქციები:

  • სამართლებრივ კვლევებში ჩართულობა;
  • ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის მქონედ მიჩნეულ საქმეზე სარჩელის მომზადებაში ჩართულობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანოსათვის შესაბამისი ანგარიშის მომზადებაში ჩართულობა;

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

  • ინგლისური ენის მინიუმ C1 დონეზე ცოდნა (Legal English);
  • სამართლებრივი წერისა და კვლევის უნარები;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებიც სწავლობენ საერთაშორისო სამართლის ან ადამიანის უფლებების მიმართულებით;
  • უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლოებში მონაწილეობის გამოცდილების მქონე პირებს;

ღირებულებები:

  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge

  • CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთვევაში). განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 აპრილი. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „ანაზღაურებადი სტაჟირება“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ადრეულ აპლიკაციებს მიენიჭება უპირატესობა.