ვიდეო / სიახლეები

არჩევნები ჩვენი საქმეა – საფარის კამპანია

საფარმა ახალი კამპანია – “არჩევნები ჩვენი საქმეა” დაიწყო, რომლის მთავარი მიზანი საარჩევნოდ ქალი ამომრჩევლის მობილიზებაა. საქართველოში ამომრჩევლების უმეტესობა ქალია. ქალები ვზრუნავთ ბავშვებზე და მოხუცებზე, ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის აწმყოსა თუ მომავლისთვის, ვიცავთ ჩვენი შვილების ინტერესებს. 26 ოქტომბერს საქართველოში ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი არჩევნები ჩატარდება. ეს არჩევნები ქალების მთავარი საქმეა.

კამპანიაზე საფარმა კრეატიულ გუნდთან ერთად იმუშავა.