ბავშვთა პანსიონატების ბენეფიციართა სოციალური, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი რეაბილიტაცია
საფარმა დაიწყო ახალი პროექტი ,,ბავშვთა პანსიონატების ბენეფიციართა სოციალური, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი რეაბილიტაცია“.
პროექტი მიზნად ისახავს ნინოწმინდის (და საჭიროებისამებრ სხვა) პანსიონის ბენეფიციარების რეაბილიტაციას და დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის ადვოკატირებას.
პროექტის უშუალო ბენეფიციარები არიან რელიგიური დაწესებულების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონების ბენეფიციარები. ორგანიზაციის მიზანია პანსიონატის ბენეფიციარების სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხელშეწყობა, ბენეფიციარების იურიდიული დახმარება და სტრატეგიული სამართალწარმოება, სახელმწიფო უწყებების სრულფასოვანი მუშაობის მონიტორინგი, არსებული მდგომარეობის შეფასება და დოკუმენტირება, დიდი ზომის ბავშვთა სახლებისა და პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის ადვოკატირება.
ასევე, საფარი მიზნად ისახავს ბენეფიციარების ეკონომიკური და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებას ქრაუდფანდინგის საშუალებით. აღნიშნული მიზნების მიღწევას ორგანიზაცია გეგმავს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის გზით.
პროექტში ჩართულია ,,საფარის“ იურისტი და სოციალური მუშაკი. საფარი უზრუნველყოფს თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების გამოკვეთას და შესაბამისად გაუწევს მათ დახმარებას.
პროექტი ხორციელდება ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით.