სექსუალობა

ბარბი ფერეირას „ზედმეტი წონის პროპაგანდაში“ ადანაშაულებენ

ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული პლუს საიზ მოდელი ბარბი ფერეირა პროექტ What’s Underneath-ის სერიის მორიგ გამოშვებაში გადაიღეს. მიუხედავად წარმატებისა, თავისი წონის გამო, ბარბი მუდმივად აწყდება დისკრიმინაციას. ვიდეოში ფერეირა ყვება, თუ როგორ უწერენ მას ადამიანები „მთელს თხზულებებს“, სადაც მას „ზედმეტი წონის პროპაგანდასა“ და „უნიჭობაში“ ადანაშაულებენ.

https://www.youtube.com/watch?v=oY1rGHzCLLY&ytbChannel=StyleLikeU

ფერეირა ამბობს, რომ სამოდელო ინდუსტრიაში უამრავი პრობლემაა: მასზე მეტად მძიმე ყოფაში აფრიკული წარმოშობის მოდელები არიან, რომლებსაც თავად უწევთ თმის მოწესრიგება და მაკიაჟის გაკეთება, რადგან ვიზაჟისტებს მხოლოდ თეთრკანიანებთან მუშაობა სურთ. ვიდეოს გმირის აზრით, სილამაზის მოძველებულ სტანდარტებთან ბრძოლის ერთადერთი გზა ბრენდებისა და მათი მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებაა. ფერეირას თქმით, ცნობილმა მარკებმა პლუს საიზ მოდელები გამონაკლისის სახით კი არ უნდა მიიწვიონ, არამედ მრავალფეროვანი სილამაზის ქალების კლიენტებისთვის წარდგენის გულწრფელი სურვილით.