2 მაისს, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დღეს, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდში, “დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში, 2021 წლის ანგარიშის” წარდგენა გაიმართა.
ათმა მომხსენებელმა “კოალიცია თანასწორობისთვის” წევრი ორგანიზაციებიდან, იმ უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე ისაუბრა, რაც საქართველოში სხვადასხვა ჯგუფების წინაშე დგას. როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს პანდემიის მეორე წელი, 2021 წელი, კვლავ მძიმე იყო ბევრი თვალსაზრისით, და ამას პანდემიით გამოწვეული. ხშირად გადაუჭრელი სირთულეები სდევდა თან.
საფარმა, როგორც წესი, ანგარიშში ქალთა საკითხებზე იმუშავა. ორგანიზაციის მომხსენებელმა ნათია გამხიტაშვილმა პრეზენტაციაზე ანგარიშში მოცემულ საკითხებზე – ეკონომიკურ ძალადობასა და სქესობრივ დანაშაულებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.
“კოალიცია თანასწორობისთვის” კვლავაც განაგრძობს მუშაობას და მიმდინარე წელს, უკვე მეორე ანგარიშსაც შემოგვთავაზებს, სადაც უკვე დისკრიმინაციის იმ ქეისებზე იქნება საუბარი, რომელიც თითოეულ ორგანიზაციას ჰქონდა მთელი 2021 წლის განმავლობაში.
ანგარიშის სრული ელექტრონული ვერსიის ხილვა შეგიძლიათ აქ.