გუშინ, 17 ოქტომბერს, ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა.
მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში, ეთერმა 57 კგ წონით კატეგორიაში იაპონელ კანაკო ჰაკამატას იპონით სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ლიპარტელიანმა 4 შეხვედრა გამართა და ოთხივეში იპონით გაიმარჯვა.
ფინალამდე ლიპარტელიანმა სლოვენიელი კაია კაიზერი, ჰოლანდიელი შენონ ვან დე მეებერგი, უნგრელი ანდრეა კარმანი და კორეელი მიმი ჰიუ დაამარცხა.