მეგან მერფი Meghan Murphy
ბრიტანული მოდის ჟურნალმა Love, თვის კალენდარი გამოუშვა, სადაც ქალის ობიექტივიზაცია მთავარი თემაა. მოდა ქალის ობიექტივიზაციისგან თავისუფალი სულაც არაა, მაგრამ ამ კალენდარში გაჟღერებული კიდევ უფრო მავნე მიდგომა იმაში გამოიხატება, რომ იგი ვითომდა „ძლიერ ქალებს“ წარმოგვიდგენს. მისი მიხედვით, სამაგალითო მებრძოლი ქალი საცვლების ამარა თამაშობს ჩოგბურთს.
დღე მეორე კალენდარში მოდელი ეშლი გრემითაა (Ashley Graham) წარმოდგენილი, რომელიც ხელებს ცარცით იმუშავებს, ვიდრე ციგურებით ქუჩაზე საცვლების ამარა დაეშვებოდეს. რა თქმა უნდა, „ასე იქცევა“ ყველა ძლიერი ქალი.
თითქოს იმისგან დასაზღვევად, რომ ამან ცუდი პრეცედენტი არ შექმნას, კალენდრის მესამე დღე ფემინისტურ ხატებას, მოდელ ემილი რატაიკოვსკის (Emily Ratajkowski), ეთმობა, რომელმაც სახელი რობინ ტიკის (Robin Thicke) Blurred Lines-ში მონაწილეობით გაითქვა. რატაიკოსვკი თავის „სიძლიერეს“ სპაგეტის ტანზე სრიალსა და ლოღნაში გამოხატავს. ვიდეო შთამაგონებელი ციტატით სრულდება: „პასტა და ზეითუნის ზეთის შეზელა თავად ცხოვრებაზე მეტად მიყვარს!“.
https://www.instagram.com/p/BcO-ubGgyjh/?hl=en&taken-by=thelovemagazine
რა უნდა იყოს პორნო ვიდეოზე უარესი, თუმცა, თავად მოდელი ჟურნალში შემდეგ კომენტარს აკეთებს: „ვფიქრობ, ქალის სექსუალობა, მიუხედავად იმისა, განპირობებულია თუ არა იგი პატრიარქალური იდეალებით, ქალისთვის სასარგებლოა, თუ მას მიაჩნია, რომ ეს მის შესაძლებლობებს აფართოებს. თუ როგორ ვიცვამ, ვცეკვავ, ვფლირტაობ და მაქვს სექსი, ჩემი გადაწყვეტილებაა და ამაზე კაცს გავლენა არ უნდა ჰქონდეს. იყო სექსუალური, სახალისოა და მე ეს მომწონს. ამის გამო ბოდიშს არ უნდა ვიხდიდე. ჩემს ცხოვრებას თავად განვაგებ და თუ მომინდება სექსუალური საცვლების ჩაცმა, ამას ჩემთვის გავაკეთებ. პირადი არჩევანი, ფემინიზმის ჩემეული გაგებით, მთავარი იდეალია“.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, იგი კამპანია #MeToo-ს მომხრეა: „ჰარვისთან დაკავშირებული ამბების დროს, მე იმედგაცრუებული დავრჩი, როდესაც ქალებმა „სიმორცხვესა“ „ჩვენს პასუხისმგებლობაზე“ საუბარი დაიწყეს, თითქოს, ჩვენ, ქალები, უნდა მოვერგოთ ყველაფერს, რომ დანარჩენმა სამყარომ მშვიდად იცხოვროს. დავიღალე იმაზე ფიქრით, თუ როგორ აღმიქვამენ კაცები, როცა მოკლე კაბას ჩავიცვამ ან Instagram-ზე სექსუალური ვიქნები. მინდა, გავაკეთო ის, რაც მინდა. ფემინიზმი მორგება კი არა, თავისუფლება და არჩევანია“.
საინტერესოა, ვის გამო იზელს სპაგეტის მკერდზე რატაიკოვსკი? ვის „ერგება“? რას ემსახურება ეს ვიდეოები? ეს გვიჩვენებს, რომ რატაიკოვსკი ცდილობს, თავისი ბრალი ქალებს გადაულოცოს, არჩევანის კარნახის მცდელობისთვის, და არც ახსენებს კაცებს და პატრიარქატს, განსაკუთრებით ვაინშტაინის კონტექსტში. მას არ შეუძლია აღიაროს, რომ ვაინშტაინის ქალების მიმართ ქცევა იმას უკავშირდება, რომ ქალები გამოყენების, მანიპულირების და სასტიკი მოპყრობის ობიექტებად განიხილებიან. ეს იდეა ძალზე მკაფიოდ გამოჩნდა ჟურნალი Love-ის კამპანიაში. იგი ვერ დაუპირისპირდება ქალთმოძულეობას ან პორნო კულტურას, რადგან ამით კაც აუდიტორიას დაკარგავს.
რატაიკოვსკი განაგრძობს: „როცა კაცები ონლაინ აკომენტარებენ ჩემს სექსუალურ ფოტოებს და სვამენ კითხვას, არის თუ არა ქალის გაძლიერება და თავს კარგად გრძნობ თუ არა, როცა მე უბრალოდ ვმასტურბირებო, საბოლოო ჯამში, ეს ირონია ჩემს სასარგებლოდ მუშაობს. მე არ მაღელვებს თქვენი რეაქცია ან ის, თუ რას უპირებთ ჩემი „მეს“ გამოხატვას. სინამდვილეში, ამას თქვენთან არანაირი საქმე არ აქვს და თავს ამიტომაც ვგრძნობ კარგად“.
კვლავ და კვლავ ქალები, რომლებიც თავიანთ არჩევანს იცავენ პორნოკულტურაში მონაწილეობას ან პორნოგრაფირებული სახეების წარმოდგენასთან მიმართებაში. ქალები ამას „თავისთვის“ აკეთებენ და სულაც არ ღელავენ, ვინ რას ფიქრობს მათზე. ისმის კითხვა: თუ არავის აზრი არ გაინტერესებთ, მაშ რატომ გამოფინეთ ეს ყველაფერი საჯარო მოხმარებისთვის? თუ მართლაც მოგწონთ მხოლოდ „თქვენთვის“ სპაგეტის შეზელა, ამას საკუთარ სახლში, განმარტოებით მყოფი გააკეთებდით. რა თქმა უნდა, მოსახერხებელია, როცა საცვლებში გამოწყობილი გოგონა კამერის წინ ისე პოზირებს, რომ ქმნის და კაცებზე ყიდის პორნოგრაფიას.
კეტი გრენდი (Katie Grand), Love-ის რედაქტორი, ამბობს, რომ რატაიკოვსკი თავის „პოლემიკასა“ და ვიდეოს ამთავრებს სიტყვებით: «Stay Strong» (იყავი ძლიერი).
კალენდრის მე-19 დღეს, კეიტ ეპტონის (Kate Upton) ვიდეო „ჩოგბურთის მოთამაშეს“ განასახიერებს, კომბინეზონსა და მაღალ ქუსლებზე. კამერას ფოკუსი მის მკერდსა და დუნდულებზე აქვს აღებული. როგორც ჩანს, მან ბურთს ააცილა. რა არის გამაძლიერებელი იმაში, რომ სპორტს საბაბად იყენებ საკუთარი სხეულის ობიექტივიზაციისთვის და კაცების მასტურბაციის ობიექტად ყოფნისთვის? რა თქმა უნდა, ეს ამ ქალის, ამ შემთხვევაში ეპტონის, სიამოვნებისთვის არ კეთდება, რადგან, მას რომ სინამდვილეში მოსწონდეს ჩოგბურთის თამაში, მართლაც ჩოგბურთს ითამაშებდა.
https://www.instagram.com/p/Bc4LxixA6UP/
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქალებს ნებას რთავენ, იყვნენ „ძლიერები“, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სექსუალიზებულები და ფემინიზებულები არიან. უკანასკნელი, რაზეც ქალმა უნდა იფიქროს „საკუთარი თავისთვის“ ან სპორტული ვარჯიშის დროს, ეს კაცების თვალში სექსუალურად გამოჩენაა. რასაკვირველია, ბევრი ჩვენგანი ამაზე ფიქრობს… ძირითადად ჟურნალ Love-ის კალენდარზე აღბეჭდილი გამოსახულებების მსგავსი პროდუქციის გამო. აი ასე ვსწავლობთ საკუთარი თავების აღქმას კაცის მზერის რაკურსიდან, როცა საკუთარ ფასეულობას მხოლოდ იმისდა მიხედვით ვადგენთ, თუ რამდენად „გასაჟიმად“ გამოვიყურებით. ეს ფაქტი არა მხოლოდ ზიანს აყენებს ქალის ღირსებას და თვითშეფასებას, არამედ კაცებს ასწავლის, რომ ქალები მათი სიამოვნებისთვის არსებობენ, რაც, პირველ რიგში, ნოყიერ ნიადაგს უქმნის სექსუალურ შევიწროებასა და თავდასხმებს.
ამ შობადღეს მინდა, წერტილი დავუსვა ამ მავნე და წინააღმდეგობრივ შეხედულებებს. ვიმედოვნებ, რომ ჟურნალ Love-ს რცხვენია იმ კულტურის გამტკიცებისა, რომელიც ჰარვი ვაინშტაინის მსგავს დამოკიდებულებებს წარმოშობს.
წყარო: feministcurrent.com