„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში;
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ძირითადი ფუნქციები:
- სოციალური მედიის მართვა;
- სოციალური მედია პლატფორმების შესწავლა, ანალიზი და სოციალური მედიის საკომუნიკაციო სტრატეგიის დასახვაში ჩართულობა;
- სოციალური მედიის აუდიტორიის შესწავლა, ზრდა და ჩართულობის უზრუნველყოფა ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიასთან შესაბამისობაში;
- სოციალური მედიის პლატფორმებზე კონტენტის შექმნა და განთავსება;
- გუნდის მართვა;
- ციფრული არხების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება კომუნიკაციის, მედიის, სოციალური მეცნიერებების სფეროში;
- მსგავს პოზიციაზე, ან მედიის და კომუნიკაციის სფეროში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;
- Facebook გვერდის ადმინისტრირება – რეკლამის და სხვა ინსტრუმენტების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
- ინოვატორული მიდგომები;
- სამუშაო პროცესის დამოუკიდებელი დაგეგმვა და ორგანიზება;
- პრობლემის გადაჭრა და კრიზისის მართვა;
- მენეჯერული უნარები;
ღირებულებები:
- ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
- შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ადრეულად გამოაგზავნიან რეზიუმეს.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge
- CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 მარტი. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „სოციალური მედიის მენეჯერი“წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.