„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 700 ევროს ექვივალენტი ლარში.
ძირითადი ფუნქციები:
- კონსულტაციის გაწევა და აღრიცხვა;
- საქმის წარმოება;
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაცულ ორგანოში;
- მედიასთან კომუნიკაცია კომპეტენციის ფარგლებში;
- საფარის სახელით სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა.
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ( უპირატესობა მიენიჭება საერთო სპეციალიზაციის მქონე კანდიდატს);
- იურისტად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
- ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
- შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის უნარი;
- მსხვერპლებთან ურთიერთობის ცოდნა და ემპათიურობა;
- უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის თავისუფლად მცოდნე კანდიდატებს;
- უპირატესობა მიენიჭება ქალთა მიმართ ძალადობაზე და ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- უპირატესობა მიენიჭება მართვის მოწმობის მქონდე კანდიდატს.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com
- CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- ადვოკატის მოწმობის ასლი (სისხლის ან საერთო სპეციალიზაციით).
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 14 მარტი.
არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.