სტატიები

ვითომ ფემინისტი კაცები, რომლებიც ყველა ქალს თავს აბეზრებენ

რა თქმა უნდა, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი კაცები ყოველთვის პატივისცემას იმსახურებენ. მათ კარგად იციან, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, და ეს შესანიშნავია. მაგრამ, არსებობს ვითომ ფემინისტი კაცების კატეგორია, რომლებიც თავიანთი მრუდედ გაგებული ფემინისტური “მიდგომებით”, ქალებს თავს აბეზრებენ.

1. ის, ვინც უცებ დაფიქრდა ქალთა უფლებებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონა ჰყავს.


2. ის, ვინც უსაზღვროდ ამაყობს იმით, რომ არასტანდარტული წონის გოგოს ხვდება, და ამას უზარმაზარ დათმობად მიიჩნევს.

3. კოლეჯში ერთი-ორი წიგნი წაუკითხავს ქალის ფსიქოლოგიაზე და ახლა ჰგონია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იცის ქალის გამოცდილებაზე.


4. ყმაწვილი, რომელიც ყბედობს, რომ ყველა ადამიანს თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეს, მაგრამ, უცებ აბრეხვებს, რომ ქალის პრეზიდენტობა დაუშვებელია.

5. ის, ვინც გოგონებს ეუბნება, რომ ბუნებრივი სილამაზე უკეთესია, და რომ მათ კოსმეტიკა მყისვე უნდა ჩამოიბანონ.


6. კაცი, რომელიც ხმამაღლა აცხადებს, რომ ერთნაირად პატივს სცემს ქალებსაც და კაცებსაც, მაგრამ, როგორც კი სრულიად კაცების კომპანიაში აღმოჩნდება, მაშინვე სძულს ქალთა სქესი.

7. კაცი, რომელიც ყველას დარწმუნებას ცდილობს იმაში, რომ ცნება “ფემინიზმი” სწორად მხოლოდ მას ესმის.


8. პროგრესული ბიზნესმენი, რომელსაც სამსახურში ქალი აჰყავს, პატივმოყვარეობისგან სასწაულად იბერება.

9. ტიპი, რომელიც ყველა საზიზღრობას გიამბობთ, რასაც კაცები თქვენზე თქვენს ზურგს უკან ამბობენ.
რაო, მაჩო, შენ ამ საუბრების დროს განზე იდექი და ენა გქონდა ჩავარდნილი? გამოქომაგება არც გიცდია, ხომ?


10. ის, ვინც თითქოს ქალთა უფლებებს იცავს, მაგრამ არ სჯერა იმის, რომ ხანდახან კაცები ქალებს ძალიან, ძალიან ჩაგრავენ.

წყარო: buzzfeed.com