"საფარის" აქტივობები

ისრაელის ელჩი სტუმრად საფარში

დღეს, 16 ივლისს, საფარს განსაკუთრებული სტუმარი ეწვია – საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რან გიდორი.

ბ-ნი რან გიდორი ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა საფარის საქმიანობის მიმართ, დღევანდელ შეხვედრაზე კი ამ ყველაფერს უფრო დეტალურად გაეცნო.

რან გიდორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ კეთილგანწყობა და მასთან მომავალში თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.