კეიტ ბლანშეტმა ძალადობის ქვეშ მცხოვრები ქალების შესახებ ისაუბრა პრემია InStyle Awards-ის გადაცემის ცერემონიაზე, როდესაც ნომინაციის Style Icon გამარჯვებული გახდა. იგი ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებულ სკანდალს“ გამოეხმაურა:
„ჩვენ ყველას მოგვწონს, როდესაც სექსუალურად გამოვიყურებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენთან სექსი გვსურს. არავინ ეუბნება სტივენ ბენონს (დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში, რედ. შენიშვნა), ნაგვის ტომარას გავხარ და თუ გინდა გადაგაგდებო. ჩემთვის სტილის მომცემი ქალები ისინი არიან, ვისაც თავისი თავის არ რცხვენია, ვინც თავდაჯერებულია და არასოდეს მოიხდის ბოდიშს საკუთარი გარეგნობის გამო. მათ იციან, რომ გარეგნობა მათი პიროვნების ანარეკლი და გაგრძელებაა. ეს ის ქალები არიან, რომლებიც თავს თავისუფლად გრძნობენ და ატარებენ იმას, რაც სურთ, როცა სურთ და როგორც სურთ“, – განაცხადა ბლანშეტმა.
უფრო ადრე, ვაინშტაინთან დაკავშირებულ სკანდალზე მსახიობმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ნებისმიერი კაცი, რომელსაც ძალაუფლება და ავტორიტეტი აქვს, რომელიც თავის პრეროგატივად მიიჩნევს თანამშრომელ ან პარტნიორ ქალზე მუქარას, მის დაშინებას ან მასზე თავდასხმას, პასუხისგებაში უნდა მიეცეს“.
წყარო: femalista.com