კვლევამ “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში: არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზი”, საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. შესაბამისად, „საფარის“ მკვლევარები ქრისტინე მარგველაშვილი და გიორგი ურჩუხიშვილი მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში წარადგენენ.
პირველი ასეთი პრეზენტაცია რეგიონში, თელავში, მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპულ ცენტრში (Eastern European Centre for Multiparty Democracy – EECMD (ადრე – NIMD), გაიმართა.
კვლევის წარდგენას დაესწრნენ ადგილობრივი დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულები და ამჟამინდელი მონაწილეები, ასევე ადგილობრივი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც აღინიშნა, კვლევის პრეზენტაცია საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება: 27 დეკემბერს, „საფარის“ მკვლევარებს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი უმასპინძლებს, ხოლო 28 დეკემბერს – ბათუმის.