პროექტები

კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება ორგანიზაციაში

საფარი მუშაობს პროექტზე “კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება ორგანიზაციაში”, რომლის მიზანია ორგანიზაციაზე მორგებული სტრატეგიული დოკუმენტაციის შემუშავება, მიზნობრივი ტრეინინგების თუ კონსულტაციის საშუალებით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • კომუნიკაციის სტრატეგიის შესაქმნელად შიდა სამუშოების ჩატარება ორგანიზაციაში;
  • საკომუნიკაციო სტრატეგიის დამტკიცება;
  • ექსპერტთა მიერ შემუშავებული მედიაგეგმის განხილვა და დამტკიცება;
  • დამტკიცებული მედიაგეგმის განხორციელება;
  • მედია კონტენტის მომზადება მედიაგეგმის შესაბამისად.

პროექტი ხორციელდება პროექტის “COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ.