დღეს, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში”, კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით “სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები”, რომელიც “საფარმა” ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI-PROLoG) მეშვეობით განახორციელა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: ბაია პატარაიამ (კავშირი „საფარის“); ნათია მეზვრიშვილმა (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე); გიორგი ჩხეიძემ (PROLoG პროექტის ხელმძღვანელი); ელისო რუხაძემ (კავშირი „საფარი“, “მოძალადე თანამდებობის პირები/ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, გამოწვევები და პრაქტიკა”, “დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრობლემა ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებში”); თამარ ლუკავამ (ადამიანის უფლებათა ცენტრი, “გამოძიების ხარვეზები ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის საქმეებზე”); ანა თავხელიძემ, (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, “შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზები და გამოწვევები”); მერი დაუშვილმა (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, “ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე აღკვეთის ღონისძიებების და სასჯელების გამოყენების შეფასება”); თამარ დეკანოსიძემ (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, “ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე გენდერული მოტივების გამოკვეთა და დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები”); ნათია მერებაშვილმა (საქართველოს მთავარი პროკურატურა); ბადრი ნიპარიშვილმა (თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე); ედუარდ მარიკაშვილმა (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, “ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა უფლებები სამცხე-ჯავახეთშის მაგალითზე”); მარიამ ქევხიშვილმა (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, “ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალთა დაცვა ძალადობისგა”, “ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სათანადო დაცვა”).
კონფერენციის მოხსენებების ვიდეოჩანაწერს ჩვენს ვებგვერდზე შემოგთავაზებთ.