ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ომის პერიოდში გენდერული ნიშნით სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლ ორ აქტივისტს გადაეცა, თუმცა საერთაშორისო ხალშეკრულებებს სამართლებრივი ვალდებულების ფარგლებში ჯერ ისევ არ აუკრძალავთ აქვთ ამგვარი დანაშაული.
გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის ნობელის მშვიდობის პრემია ნადია მურადისა და დენის მუკვეგესთვის, ომის პერიოდში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ორი აქტივისტისთვის მიენიჭებინათ, გაისმა, როგორც მეტად საჭირო სიგნალი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს ამ პრობლემის სიმძიმეს მსოფლიოში, სადაც კონფლიქტებს მზარდი ხასიათი აქვს.
ქალთა მიმართ ძალადობას ფემინისტი სამართალმცოდნეები და საერთაშორისო იურისტები დიდი ხანია, იკვლევენ. 90-იან წლებში რუანდასა და ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ანგარიშებმა მდგრადი ფემინისტური ადვოკატირების წყალობით ფართო გავრცელება ჰპოვა.
შედეგად კი 2002 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეიქმნა, რომელიც მთელი რიგი სექსუალური ხასიათის დანაშაულების სამართლებრივი დევნის საშუალებას იძლევა.
ამგვარად, აღნიშნული პრემიის გადაცემა ორი აქტივისტისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არიან, ხაზგასმაა იმისა, რომ საერთაშორისოდ აღიარებულია სექსუალური ხასიათის ზიანი, რომლითაც ქალები ომის პერიოდში იტანჯებიან. მაგრამ მიუხედავად ამ მისასალმებელი აღიარებისა – და კონფლიქტების დროს არსებული სექსუალური ძალადობის შესახებ ანგარიშების გავრცელებისა – საერთაშორისო სამართლებრივ სისტემას აკლია კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის აკრძალვის შესახებ, რომელსაც სავალდებულო ხასიათი ექნება. სწორედ აქ არის უფსკრული სიმბოლიზმსა და სამართლებრივ რეალობას შორის.
პიროვნული სირთულეები
მურადმა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მოიპოვა ადვოკატირების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის, რომელიც მისი, როგორც ქურთი-იეზიდი ქალის პირად გამოცდილებას უკავშირდება. მურადმა სექსუალურ ძალადობასა და აგრესიას აისისიგან – მათ შორის, არაერთ გაუპატიურებას და განგრძობით სექსუალურ მონობას თავი დააღწია 2014 წელს, ჩრდილოეთ ერაყში. 2016 წელს იგი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა ადამიანებით ვაჭრობას გადარჩენილთა ღირსებისთვის და გამოიყენა საკუთარი პოზიცია იმისთვის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ამ საკითხის შესახებ ცნობადობა გაეზარდა.
2017 წელს მან გამოაქვეყნა საკუთარი მოგონებები – „უკანასკნელი გოგონა: ჩემი ტყვეობის ამბავი და ჩემი ბრძოლა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ“ რომელშიც ის იმ სირთულეების შესახებ წერს, რაც აისისის ხელში გამოიარა და აისისის მებრძოლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. ის ასევე მუდმივად ითხოვდა სექსუალური ძალადობისა და სექსუალური მონობის, როგორც ომის ერთ-ერთი იარაღის კონცეპტუალიზებას და შესაბამის ნაბიჯებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან თქვა: სექსუალური ძალადობა, ისტორიის მანძილზე, გამოიყენებოდა, როგორც ომის იარაღი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ რაიმე საერთო მექნებოდა რუანდელ ქალებთან, არც ვიცოდი თუ არსებობდა ქვეყანა, სახელად რუანდა – ახლა კი ყველაზე საშინელი გზით ვარ მათთან დაკავშირებული, როგორც ომის დანაშაულის მსხვერპლი, ძნელია სათქმელად, მაგრამ აისისის სინჯარში (ქალაქი ერაყში, სადაც მურადი ცხოვრობდა) მოსვლამდე 16 წლით ადრე ჩადენილი დანაშაულიებისთვის არავინ დაუსჯიათ.
მუკვეგემ მსოფლიო აღიარება თავისი საქმიანობის გამო მოიპოვა, როგორც ქირურგმა, გინეკოლოგმა და ქალთა უფლებების აქტივისტმა. მან 1999 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ბუკავუში, დააარსა ჰოსპიტალი, რომელიც სპეციალიზებული იყო გინეკოლოგიასა და სამეანო საქმეში და მკურნალობდა 2003 – 2016 წლებში ქვეყანაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტისას დაზარალებულ ქალებს, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
სექსუალური ძალადობის 40 000 მსხვერპლისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების შემდეგ, ის დღეს ითვლება მსოფლიოს წამყვან ექსპერტად ჯგუფური გაუპატიურების შედეგად გამოწვეული შინაგანი დაზიანებების მკურნალობის საქმეში. აღდგენით ქირურგიასთან ერთად ჰოსპიტალი ფსიქოლოგიურ დახმარებასაც სთავაზობს ძალადობის მსხვერპლებს და ფინანსურადაც უმართავს ხელს, რათა მათ მოახერხონ საზოგადოებაში რეინტეგრაცია.
ორივე აქტივისტმა მსოფლიოს ყურადღება მიაპყრო ომის გენდერულ მახასიათებლებს და აჩვენა ამ ფენომენის საყოველთაობა თანამედროვე ომებში. ეს საკითხი ცენტრალურ პრობლემად იქცა გაეროს უშიშროების საბჭოსთვის და 2000 წლიდან მიღებულ იქნა 8 რეზოლუცია „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ დღის წესრიგთან დაკავშირებით.
მოქმედების დროა
მიუხედავად ძლიერი სიმბოლური გამარჯვებისა ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინაციაში, არსებული რეალობა კვლავ უცვლელია და კვლავ არ არსებობს სავალდებულო ხასიათის კონვენცია გენდერზე დაფუძნებული ძალადობის ყველა ტიპის აკრძალვის შესახებ. 1979 წელს მიღებულ ქალთა კონვენციაში, რომელიც მნიშვნელოვან აქტად ითვლება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით, არ გვხვდება გენდერზე დაფუძნებული ძალადობის სპეციფიკური აკრძალვა.
1992 წელს მიღებული CEDAW დეკლარაცია N92, გენდერის ნიშნით ძალადობას განსაზღვრავს, მაგრამ არ არის პრაქტიკული მნიშვნელობის და სიმბოლურ ხასიათს ატარებს. გაეროს რეზოლუცია თემაზე „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ , როგორიცაა მაგალითად რეზოლუცია 1325 – რომელიც მოუწოდებს აქტორ სახელმწიფოებს და მათ, ვინც კონფლიქტის შემდგომ რეკონსტრუქციებში მონაწილეობენ, მხედველობაში მიიღონ გენდერზე დაფუძნებული პერსპექტივა მშვიდობის მშენებლობის პროცესში და უზრუნველყონ ქალების სრული და თანასწორი ჩართულობა მშვიდობის საკითხებში – ვერ ახერხებს იმას, რომ იყოს სავალდებულო ხასიათის გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ.
მუდმივი მორალური უფსკრული არსებობს გენდერის ნიშნით ძალადობის შესახებ არსებულ რიტორიკასა და პრაქტიკას შორის. კონვენციებს სჭირდება პოლიტიკურად სავალდებულო ხასიათი და მათი აღსრულება უნდა სავალდებულო უნდა გახდეს სახელმწიფოებისთვის. 2015 წელს გაეროს სპეცაიალურმა წარმომადგენელმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში რაშიდა მანჯუმ ინტერვიუში თქვა: „ერთ-ერთი გამოწვევა ისაა, რომ მიუხედავად რიტორიკისა რომლის თანახმადაც ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა დარღვევაა, რეალურად არ არსებობს ადეკვატური და ძლიერი პასუხი ამ გამოწვევაზე. ამიტომ, როცა რიტორიკა ასეთია, რომ ეს ადამიანის უფლებათა დარღვევაა, მაგრამ ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ამას აქვს საყოველთაო, სისტემატური ხასიათი და არაერთი მიზეზი, მათ შორის სოციო-ეკონომიკური მიზეზებიც, მაშინ მოქმედებაც ამ რიტორიკის შესაბამისი უნდა იყოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ გედნერის ნიშნით ძალადობა ყოველთვის არსებობდა ძალადობის კონტინუუმზე. ხშირად პირდაპირი კავშირია მშვიდობიანობის დროს განგრძობითი ხასიათის ოჯახში ძალადობასა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს ჩადენილ ძალადობას შორის. სექსუალური ძალადობის გამოცდილება ომის პერიოდში უკვე ჰქონდათ იუგოსლავიაში, რუანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.