სტატიები

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიო ჩემპიონია

გუშინ, 7 ნოემბერს, რომში, პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, B ჯგუფში, ქალთა ტურნირის ფინალში, ირმა ხეცურიანმა ტაილანდელ ჟანა სუსის 15:10 სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 7-12 ნოემბერს, იტალიის დედაქალაქში პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც ქართველი სპორტსმენი ქალებიც მონაწილეობენ.