პოლიტიკაshe

პირველად ისტორიაში – NATO-ს გენმდივნის მოადგილე ქალი გახდა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდი გვატყობინებს, რომ როუზ გეტემიულერი (Rose Gottemoeller) ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის პოსტზე ალექსანდერ ვერშბოუს (Alexander Vershbow) ჩაანაცვლებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა (Jens Stoltenberg) როუზ გეტემიულერის მოადგილედ დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად, გეტემიულერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებს შეიარაღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების კონტროლის საკითხებში.