“სექსი ქალებსაც უყვართ. ამ პლანეტაზე ჩვენ ყველაფერს სექსის წყალობით ვახორციელებთ. ქალებს, ისევე, როგორც კაცებს, უყვართ პორნოს ყურება, მაგრამ, პორნოფილმების უმრავლესობა დღეს კაცებზეა მორგებული, რომლებსაც საერთოდ არ ანაღვლებთ ქალის სექსის მიმართ დამოკიდებულება.
ჩემი ფილმები პორნოს ალტერნატივაა. ეს ის არ არის, რასაც მივეჩვიეთ. პორნოფილმების უმრავლესობაში ისეთი სექსუალობაა ნაჩვენები, რომელსაც მე არ ვიზიარებ. ჩემს გადაღებულ ფილმებში, ადამიანები თანაბრად იღებენ სექსისგან სიამოვნებას. სექსი ადამიანთა შერწყმაა. ამ დროს, ადამიანები ერთად და ერთნაირად უნდა იღებდნენ სიამოვნებას”, – ამბობს ერიკა ლასტი (Erika Lust), ეროტიკული ფილმების რეჟისორი, რომელსაც საკუთარი საპროდიუსერო კომპანია აქვს.
PornHub-ის 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოს უმსხვილეს პორნოსაიტზე ყოველ წამში ათასზე მეტი სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირდება, თუმცა, როგორც ლასტი აღნიშნავს, ინტერნეტში გავრცელებული პორნოფილმების უმრავლესობა მორგებულია “მაჩო” კაცზე, რომელიც სიამოვნებას მხოლოდ თავისთვის ეძებს, ქალის კმაყოფილებას კი სრულიად აიგნორებს.
ლიზა ვილიამსი, სექსის შესახებ პოდკასტის The Hot Bed და წიგნის More Orgasms Please ავტორი, რეჟისორს ეთანხმება.
“ჩვენს მკითხველებს და მსმენელებს მიაჩნიათ, რომ პორნო, რომელსაც ინტერნეტში ხედავენ, არ ასახავს მათ გამოცდილებასა და სექსუალურ სიამოვნებას. იქ არაა ნაჩვენები ქალის სიამოვნება, სურვილები, ის, თუ როგორაა მოწყობილი ეს ყველაფერი. მეინსტრიმ პორნო ზედმეტად ჩარჩა ძველ იდეებში”, – აცხადებს იგი.
ერიკა თავის ფილმებს სოციალურ ქსელებში არეკლამებს, მაგრამ, მისი პოსტების სანახავად, ისევე, როგორც სხვა ეროტიკული მხატვრების ნამუშევრების მოსაძებნად, ერთგვარი ძალისხმევაა საჭირო. ერიკა ამბობს, რომ სოციალური პლატფორმები მსგავს კონტენტს ფილტრავენ და მათ წინასწარგანწყობით ეკიდებიან. იგი დარწმუნებულია, რომ ინსტაგრამზე მისი პოსტები და ანგარიში ე. წ. ჩრდილოვან ბლოკს ექვემდებარება, ანუ ნაწილობრივ ან მთლიანად იბლოკება, როგორც “სექს კონტენტი”, მაშინ, როდესაც ტრადიციულად მაჩოისტური სტილის პოსტები (ძუძუები! ტრაკები! ჩემი მანქანა და ჩემი სიგარა!) ჩვეულებრივ, ნაკლებად იზღუდება.
დიდ ბრიტანეთში, გოგონების ერთ მესამედზე მეტი სექსის შესახებ ინფორმაციას პორნოპროდუქციიდან იღებს (ბიბისის 2019 წლის გამოკითხვის შედეგები), ხოლო ბიჭების 53%-ს მიაჩნია, რომ პორნოგრაფია სექსისა და ურთიერთობების შესახებ რეალურ წარმოდგენას ქმნის (ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობის პრევენციის შესახებ გამოკითხვა, 2017 წ).
“სექსი მათთვის საინტერესოა, მათ სურთ მის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება, მისი აღქმა… და ისინი ამიტომაც უყურებენ პორნოს, მაგრამ “ეთიკური პორნო” – ექსპლუატაციის მოტივის გარეშე არსებული ფილმების მოძებნა ინტერნეტით არც ისე ადვილია. თან, ზოგჯერ, ფილმის ნახვისთვის ფულიცაა გადასახდელი”, – ამბობს ლიზა ვილიამსი (Lisa Williams).
“როცა 13-14 წლის ვიყავი, როგორც კი სექსუალობის თემამ დამაინტერესა, ინტერნეტს მივმართე. მგონია, რომ ჩვენ ერთ-ერთი პირველი თაობა ვართ, რომელზეც პორნოგრაფიამ ძლიერად იმოქმედა. აღარაფერს ვამბობ ახალგაზრდა თაობებზე, ეს საკითხი ნამდვილად ყველას ეხება”, – აღნიშნავს ჰაიდი, ერიკას ფილმებში მონაწილე მსახიობი.
“ქალებს მოსწონთ სექსის სცენების ყურება, მაგრამ, ხანდახან, მეინსტრიმ პორნოს ყურება რთულია. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ სხეულების მრავალფეროვნება, ვნება, სიყვარული, სინაზე. მხოლოდ სურვილის დაკმაყოფილება კი არა, ახალი იდეები გვაინტერესებს”, – ამბობს ლიზა.
“უკვე ორი წელია, ერიკასთან ვმუშაობ და შევამჩნიე, რომ მსგავსი ხასიათის ფილმებში გადაღებულნი არ არიან ჩემი მსგავსი აგებულების ადამიანები – ფუმფულა ქალები. როცა მე 21-ის ვიყავი, ეს ნამდვილად მაკლდა”, – დასძენს ჰაიდი.
წყარო: bbc.com