"საფარის" საქმეები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გადაცემა “პროფილის” წინააღმდეგ “საფარის” საჩივარი დააკმაყოფილა

დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელმაც “საფარის” საჩივარი განიხილა, გადაცემა “პროფილის” ერთ-ერთ გამოშვებაში პროსტიტუციით დაკავებული ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “პროფილის” წამყვანმა მაია ასათიანმა ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს დისკრიმინაციის თავიდან არიდებას ავალდებულებს.

საბჭოს სხდომას მხოლოდ განმცხადებელი დაესწრო. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

წყარო: qartia.org.ge