სექსუალობა

რამდენიმე ფაქტი საშოს შესახებ

ჩვენს საზოგადოებაში სასქესო ორგანოებზე მსჯელობა მაინცდამაინც მიღებული არაა. მაგრამ, ეს ჩვენი ანატომიის ნაწილია და მასზე ინფორმაცია აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც ქალის ვაგინას ეხება და რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის.

მეცნიერება ვაგინის შესახებ

ქალის სასქესო ორგანოების შესწავლით ბევრი ექიმი ყოფილა დაკავებული, მაგრამ ეს სექსუალური ასპექტების შესწავლის მიზნით არ ყოფილა. გინეკოლოგები შეისწავლიდნენ დაავადებებს, ეძებდნენ მშობიარობის შემამსუბუქებელ ხერხებს.

მხოლოდ XX საუკუნის შუა ხანებში მიაქციეს საშოს ყურადღება, როგორც სიამოვნების მიღების წყაროს. ექიმებმა მასტერსმა და ჯონსონმა (William Howell Masters, Virginia E. Johnson) თავიანთი მთელი მოღვაწეობა ქალის ფიზიოლოგიის სექსუალობის შესწავლას დაუთმეს. მათი მიხედვით, ვაგინის საშუალო სიღრმე 7-8 სმ-ია, მაგრამ, სექსუალური აღგზნების დროს, იგი ფართოვდება, რათა სქესობრივი აქტი წარმატებით შესრულდეს.

იგი ფართოვდება!

ქალის ერექცია – საშოს სიღრმის გაფართოებაა. აღგზნებისას, იგი 10-12 სმ ხდება, თუმცა, ეს ზედა ზღვარი არაა – მასში შეღწევისას, იგი ფართოვდება მეტადაც.

სექსის დროს, ზომაში 2-3-ჯერ ან მეტჯერ იმატებს კლიტორიც.

განსაკუთრებული ფორმა

საშოს შიგნით უამრავი ნაოჭია. მისი შიდა კედლები შეიძლება გოფრირებულ ქვედაბოლოს შევადაროთ. საშოში ტამპონის მოთავსებისას, მისი კედლები იწელება. სხვათა შორის, საშოს შიდა ქსოვილი უნიკალურია, იგი თითოეულ ქალს განუმეორებელიო აქვს.

თვითწმენდა

საშოს თვითწმენდის უნიკალური უნარი გააჩნია. მაგალითად, მენსტრუალური სისხლისგან იგი სრულიად სუფთავდება და ნაკეცებში არანაირ ნარჩენს არ იტოვებს. ამიტომ, საშოს შიდა ნაწილის დაბანა საჭირო არაა, ჰიგიენური პროცედურების ჩატარება მხოლოდ გარე სასქესო ორგანოებზეა აუცილებელი. სქესობრივი აქტის შემდეგ, საშოდან თვით სპერმაც კი თავისთავად გამოიდევნება. ძალზე მნიშვნელოვანია, არ დაირღვეს ვაგინის შიდა ბალანსი, – შიგნით არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს საპონი.

ნორმალური გამონადენი

ქალის საშო ბუნებრივ ნივთიერებებს გამოყოფს. გამონადენი სხვადასხვაგვარი არსებობს: ძლივს შესამჩნევი და გამჭვირვალეთი დაწყებული, პასტოზური, თეთრი შეფერილობის მქონეთი დასრულებული. როგორია იგი, ბევრად დამოკიდებულია ციკლზე. მაგალითად, ოვულაციის დროს, გამონადენი სქელი და წებოვანია. მასზე დაკვირვებით, შეგვიძლია განვსაზღვროთ ის დღეები, როდესაც ჩასახვის ალბათობა მაღალია. მართალია, ქალის გამონადენს შესაძლოა მსუბუქი სუნი ჰქონდეს, მაგრამ იგი არ უნდა იყოს შემაწუხებელი. თუ გამონადენს თან ახლავს უსიამოვნო სუნი და ფერი, აუცილებლად ექიმს უნდა მივმართოთ. ასევე, ექიმია საჭირო იმ შემთხვევაშიც, თუ გამონადენის სტრუქტურა მკვეთრად შეიცვალა.

დახრის კუთხე

საშო ვერტიკალურადაა განლაგებული. შეიძლება ითქვას, რომ ძლიერადაა დახრილი. დახრის კუთხე ჰორიზონტიდან 108-იდან 130 გრადუსამდე მერყეობს. სწორედ ამიტომ, საშოში ტამპონის შეყვანა გაცილებით მოსახერხებელია მწოლიარე მდგომარეობაში, ვიდრე – დგომისას. გარდა ამისა, საშოში პრეპარატის ან ტამპონის შეყვანისას, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ შიგნითაც შეიძლება პატარა სიმრუდე დაგვხვდეს.

საქალწულე აპკის თავისებურება

საშოს შესასვლელთან განთავსებულ პატარა აპკს საქალწულე აპკი ჰქვია. იგი მთელ ხვრელს კი არ ფარავს, მას არამედ თითქოს ჭიმავს და ავიწროებს. პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ იგი იწელება ან იხევა, რაც სისხლდენას იწვევს. თუმცა, დეფლორაციის შემდეგაც კი, აპკის ეს მცირე ნარჩენი შიგნით რჩება. ისევე, როგორც სხვადასხვა ქალის ფიზიოლოგია, საქალწულე აპკის სიმკვრივეც განსხვავებულია. ამიტომ, თუ ერთ ქალს იგი ძალიან მალე უზიანდება, მეორეს, შესაძლოა, ტამპონების გამოყენების დროსაც მთელი ჰქონდეს.

G წერტილი – ეს ფანტასტიკაა

მეცნიერები ჯერ კიდევ კამათობენ, არსებობს თუ არა ლეგენდარული G წერტილი. დღეს სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს მიაჩნია, რომ საშოს წინა კედელზე მანიპულირებისას ხდება კლიტორის შიდა მხარესა და სკინის ჯირკვალზე ზემოქმედება. შედეგად, სექსუალური აღგზნება მატულობს, ხოლო ორგაზმები ინტენსიური ხდება.

ქალის ეაკულაცია

ქალის ორგაზმისას სითხის გამოყოფას ხშირად ქალის ეაკულაციას უწოდებენ. ორგაზმის პროცესში სეკრეტის გარკვეული რაოდენობა გამოიყოფა. ეს სხვა სითხეა და არა – შარდი, რომელსაც თავისი შემადგენლობა და სუნი გააჩნია. მაგრამ, მისი გამოყოფა შარდსადენიდან ხდება და არა – საშოდან. ეაკულანტი ყალიბდება სკინის ჯირკვლებში, მათი ხანგრძლივი სტიმულაციის შედეგად. როგორც ცნობილია, მსგავსი ორგაზმების განცდა ყველა ქალს არ შეუძლია.

საშოს დაწევა შეუძლია

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების დაწევა თანამედროვე მსოფლიოში იშვიათი დიაგნოზი სულაც არაა. მძიმე მშობიარობის, რთული ფიზიკური დატვირთვის ან სხვა ტრავმების შედეგად, ქალის ფიზიოლოგია შესაძლოა შეიცვალოს. ცალკეულ შემთხვევებში, საშოს მთლიანი გამოვარდნაცაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი ქირურგიულად იკურნება და გარემომცველთათვის შესამჩნევი არაა. მსგავსი რამ რომ არ დაგვემართოს, სჯობს, პროფილაქტიკას მივმართოთ და რეგულარულად შევასრულოთ ვარჯიშები ვაგინალური ბურთულების გამოყენებით.

ჩვენთვის, ქალებისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი სასქესო სისტემის მოვლა. ამიტომ, მუდმივად ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ იგი გამართულად მუშაობდეს და ბევრი სიამოვნება და სიხარული მოგვიტანოს.