„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას რესურსების მობილიზაციის ოფიცრის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: არასრული
ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 1250 დოლარის ეკვივალენტი ლარში
რესურსების მობილიზაციის სპეციალისტის ძირითადი ფუნქციებია: რესურსების მობილიზების კუთხით ორგანიზაციის მხარდაჭერა, საპროექტო იდეებსა და განაცხადებაზე მუშაობა, დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია.
პოზიციის ძირითად მოვალეობებია:
- დირექტორისა და დირექტორის მოადგილესთან კოორდინაციით დონორების და პარტნიორების შესაძლებლობების მეთოდური ანალიზი
- პოტენციური დონორების იდენტიფიცირება და კატეგორიზაცია;
- საგრანტო კონკურსების მუდმივი მონიტორინგი და დონორთა ბაზების შექმნა-მართვა;
- დონორებთან და პოტენიცურ დონორებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული კომუნიკაცია;2. საპროექტო განაცხადების მომზადება
- დირექტორსა და მოადგილესთან კოორდინაციით საპროექტო წინადადებების ფორმულირება;
- საპროექტო განაცხადების ბიუჯეტის მომზადება ფინანსურ მენეჯრთან კოორდინაციით;
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
განათლება
- უმაღლესი (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
- სფერო: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, განსაკუთრებით -გენდერის და/ან ადამიანის უფლებების კუთხით, ბიზნესის ადმინისტრაცია და მართვა.
კომპეტენციები (ცოდნა, უნარები და ხედვა):
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარები;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საპროექტო განაცხადის შემუშავების პრინციპების და ტექნიკების ცოდნა;
- ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა.
გამოცდილება
- საპროექტო განაცხადებზე მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება.
- არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვა) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com
განცხადებების მიღება წარმოებს 2022 წლის 15 თებერვლამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „რესურსების მობილიზაციის ოფიცერი“