10-12 მაისს, ბორჯომში, ორგანიზაცია “საფარი” ღია კონკურსის ფარგლებში შერჩეულ 20 ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდა თანაგანმანათლებელს ტრეინინგს უტარებს შემდეგ საკითხებზე: ადამიანის უფლებები, ქალთა და ბავშვთა უფლებები, ბავშვთა და იძულებითი ქორწინება, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, საკანონმდებლო რეგულაციები, გენდერი და სექსუალობა. ახალგაზრდები მზადდებიან მომავალში შეხვედრების ჩასატარებლად.
დასახელებული ახალგაზრდებისთვის, რეგიონში არსებულ პრობლემებზე სამუშაოდ, შემდგომში საგრანტო კონკურსი გამოცხადდება.
მოგეხსენებათ, უკვე მეორე წელია, რაც “საფარი” “კოალიცია თანასწორობისთვის” თავმჯდომარე ორგანიზაციაა. ტრეინინგები ტარდება სწორედ “კოალიცია თანასწორობისთვის” ფარგლებში, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით. საფარის წლევანდელი პროექტის ფოკუსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გაძლიერებისკენაა მიმართული.