ა(ა)იპ „საფარი“ აცხადებს სოციალური მედიის მენეჯერის ვაკანსიას.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
ანაზღაურება: დარიცხული 300$-ის ეკვივალენტი ლარში
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
ძირითადი ვალდებულებები:
- სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) გვერდების და ჯგუფების განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მართვა და მონიტორინგი;
- მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი და შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა;
- მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; სოციალური ქსელებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა;
- სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.
ქართული და ინგლისური ინგლისური ენების უმაღლეს დონეზე ცოდნა.
Facebook ads/business Manager -ის მაღალ დონეზე ცოდნა.
Google Analytics, Google Ads -ის ცოდნა.
თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში.
კრეატიული და გუნდურად მომუშავე.
ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა.
სოციალური კამპანიების დაგეგმვისა და ორგანიზების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვისა) ელექტრონულ მისამართზე infosapari@gmail.com. დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 11 აპრილი.