"საფარის" აქტივობები

„საფარი“ სტუდენტებს დისკრიმინაციის თემაზე ტრეინინგებზე იწვევს

კავშირი “საფარი” გთავაზობთ ორდღიან ტრეინინგს სტუდენტებისთვის –

დისკრიმინაციის აკრძალვა: თეორია და პრაქტიკა  

 

მიზანი:

ტრეინინგი მიზნად ისახავს, მიაწოდოს სტუდენტებს სიღრმისეული ინფორმაცია დისკრიმინაციის და თანასწორობის კონცეფციების შესახებ, ასევე დისკუსიისა და მსჯელობის შედეგად, სტუდენტებს საშუალება მისცეს, გააანალიზონ, თუ რა ფორმის დისკრიმინაციას აწყდებიან ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტრეინინგის განმავლობაში, დავფარავთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის ძირითადი აქცენტი გაკეთდება საქართველოში არსებულ გამოწვევებზე, სამართლებრივ ჩარჩოზე და რეაგირების საშუალებებზე, რათა სტუდენტებმა მიღებული ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება შეძლონ. ტრენინგები ჩაუტარდებათ იურიდიული, ჟურნალისტიკისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს. თითოეული ტრენინგი დაეთმობა კონკრეტული პროფესიის სტუდენტებს და სპეციფიკიდან გამომდინარე, მიმოიხილავს იმ საკითხებს, რომლებიც მათი პროფესიისთვის არის რელევანტური და საჭირო.

ტრენინგის განმავლობაში ყურადღება დაეთმობა შემდეგ საკითხებს:

  • თანასწორობის არსი და კონცეფციები;
  • დისკრიმინაციის არსი, პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის ფორმები;
  • შევიწროვება, როგორც დისკრიმინაციის სპეციფიკური ფორმა;
  • დისკრიმინაციისგან დაცული საფუძვლები (სქესი, გენდერული იდენტობა, სექსუალური ორიენტაცია, რასა, ეთნიკური კუთვნილება, აღმსარებლობა, შეზღუდული შესაძლებლობა და სხვ);
  • გენდერული სტერეოტიპები;
  • გენდერულად მოტივირებული დისკრიმინაცია და მისი ფორმები, ქალის მიმართ ძალადობა, როგორც დისკრიმინაციის ფორმა;
  • საქართველოს ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები;
  • უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები;
  • გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა, ფემინისტური მოძრაობები;
  • ფემინისტური კვლევის მეთოდები და ინტერსექციულობა;
  • მედიაში საკითხების გაშუქება ანტი-დისკრიმინაციული სტანდარტების დაცვით;
  • ჟურნალისტური ეთიკა, ტერმინოლოგია და მასალის მომზადების გზები.

 

ტრეინინგის დასრულების შემდგომ, სტუდენტებს  გადაეცემათ სერტიფიკატები.

ტრენინგის ჩატარების განრიგი

ტრეინინგი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის:

12 ივნისი, 11:00 – 16:00
13 ივნისი, 11:00 – 13:00

 

ტრეინინგი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის:

5 ივნისი, 11:00 – 16:00
6 ივნისი, 11:00- 13:00

ტრეინინგი სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების სტუდენტებისთვის:

19 ივნისი, 11:00- 16:00
20 ივნისი, 11:00- 13:00

 

ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი, ქანთარიას 11/ა, კავშირი „საფარი“

 

რეგისტრაციის პირობები:

ტრეინინგისთვის სტუდენტების შერჩევა მოხდება გამოგზავნილი აპლიკაციის საფუძველზე. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული აპლიკაცია 26 მაისამდე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScdPhQ4fT6KymttOgHR_qD8iywgQNOSO1lHbz1fh8whUk1hrQ/viewform

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

კავშირი “საფარი”

ქანთარიას 11ა, 0160

ტელ.: +995 32 2 307603

მობ.: 595 030 111; 593 285676

e-mail: unionsapari@gmail.com