როგორც მოგეხსენებათ, ახლახან, საფარის ორგანიზებით, გამოიცა წიგნი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კომენტარები“, რომლის შექმნაზეც პრაქტიკოსი იურისტები, პროკურორები, კრიმინოლოგი და მოსამართლე მუშაობდნენ. ავტორთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, პუბლიკაცია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ქართულ კანონმდებლობასაც სწორედ ამ ჭრილში განიხილავს.
პროტესტის 100 დღის ფარგლებში, რომელიც სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, საფარი დასახელებულ გამოცემას სქესობრივ დანაშაულებზე მომუშავე გამომძიებლებს, ადვოკატებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს საჩუქრად გადასცემს.
ორგანიზაცია ფიქრობს, რომ „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კომენტარების“ გაცნობა, ცოდნის და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, საჭირო და საშური საქმეა ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის და იმედოვნებს, რომ მსგავსი თანამშრომლობა მათთან კვლავაც გაგრძელდება.