"საფარის" აქტივობები

საფარში პანკისელ ქალებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს საფარმა, პროექტის “ქალთა გაძლიერება – დადებითი ცვლილებებისთვის” ფარგლებში, შეხვედრა გამართა პანკისის მკვიდრი ქალებისგან შემდგარ უხუცეს ქალთა საბჭოსთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, იურიდიული მომსახურების ხელმისაწვდომობის, განათლების მიღების პრობლემებისა და სხვა საკითხების შესახებ.
პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.