სამუშაო განაკვეთი: 80%
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: $500 ეკვივალენტი ლარში.
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
- სოციალური საჭიროებების მოსაგვარებლად ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობის შეფასება, ინდივიდუალური გეგმის შემუშავება;
- საჭიროებიდან გამომდინარე, ბენეფიციარისთვის კონსულტაციისა და საგანმანათლებლო დახმარების გაწევა, მათ შორის, მისი ჯანსაღი ქცევის მხარდაჭერის/წახალისების, მიზნით;
- ორგანიზაციის თანამშრომბელბთან კოორდინირებული თანამშრომლობა;
- ბენეფიციარების სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან კომუნიკაცია;
- სხვა დავალებების შესრულება პროექტის კოორდინატორის და ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მითითებით.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან “სოციალური მუშაობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი;
- მსგავსი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- ბავშვთან ან/და სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება;
- სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
- თანამშრომლებთან აქტიური და ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
პიროვნული უნარები:
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ანალიზის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- მოქნილობა და ადაპტაციის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 300 სიტყვა) და მუთითეთ 2 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com. განცხადებების მიღება წარმოებს 20 ივლისამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „სოციალური მუშაკი.“