პოლიტიკაshe

საფრანგეთს ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს – ელიზაბეტ ბორნი

საფრანგეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ახალი პრემიერი შრომის ყოფილი მინისტრი ელიზაბეტ ბორნი (Élisabeth Borne) იქნება.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, საფრანგეთის მთავრობას ქალი მეორედ უხელმძღვანელებს.

საფრანგეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ჟან კასტექსი თანამდებობიდან დღეს გადადგა, რითაც საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის ხელახლა არჩევის შემდეგ, გზა გაუხსნა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის განახლებას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ელიზაბეტ ბორნი მეორე ქალია, რომელიც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.