"საფარის" აქტივობები / ვიდეო / სექსუალური ძალადობა

სქესობრივი დანაშაულების კომენტარების პრეზენტაცია (ვიდეო)

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან, 25 ნოემბერთან დაკავშირებით, „საფარი“ წარმოგიდგენთ სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავის მიხედვით მომზადებულ პუბლიკაციას “სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კომენტარები”.
კომენტარები მოამზადა კავშირმა „საფარმა“, სხვადასხვა ექსპერტების და სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, მთავარი პროკურატურის და შსს-ს, ჩართულობით. წიგნის რედაქტორები არიან ბაია პატარაია და თამარ დეკანოსიძე, ხოლო კომენტარები მოამზადეს შემდეგმა ავტორებმა: ბაია პატარაია; უშანგი ბახტაძე; ეკა არეშიძე; მაკა გაგიევი;
გოგა ხატიაშვილი; ირაკლი ცირეკიძე.
პუბლიკაცია მომზადდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
დღის წესრიგი
ბაია პატარაია, კავშირი „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი
მაიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში
ნათია მერებაშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე
კომენტარების წარდგენა:
გოგა ხატიაშვილი, ექსპერტი
ეკა არეშიძე, მოსამართლე
უჩა ბახტაძე, კრიმინოლოგი
მაკა გაგიევი, პროკურორი
დისკუსია:
15:05 – 15:20 ბაია პატარაია, მოდერატორი
https://www.youtube.com/watch?v=CfTEYJWBSfA&feature=youtu.be