ქალთა ორგანიზაცია “საფარი” საქართველოს პრეზიდენტის ფონდის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ადრეული ქორწინების პრევენციის გაძლიერება ქვემო ქართლში”. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციას ქვემო ქართლში.
პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი მომხსენებლების შესარჩევად, რომლებიც ქვემო ქართლის საშუალო სკოლებში გამართავენ შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან ადრეული ქორწინების თემაზე. აღნიშნული ტრეინინგის მიზანია მოამზადოს მომხსენებლები სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩასატარებლად. ტრეინინგის გავლის შედეგად მონაწილეები შეიძენენ ცოდნას და უნარებს საინფორმაციო შეხვედრების ჩასატარებლად სკოლის მოსწავლეებთან ქვემო ქართლის სკოლებში. სკოლებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრებისათვის მომხსენებლები მიიღებენ ჰონორარს.
გასვლითი ტრეინინგის ხანგრძლივობაა 3 დღე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** უმაღლესი განათლება
** აზერბაიჯანული და ქართული ენების ძალიან კარგად ცოდნა
** გენდერულად მგრძნობიარე
** ზეპირი კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
** მოტივირებული
** უპირატესობა მიენიჭებათ 1+4 სწავლების პროგრამის კურსდამთავრებულებს
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ ელფოსტაზე unionsapari@gmail.com და სათაურში მიუთითოს: “ტრეინინგი ადრეული ქორწინების თემაზე”.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 5 აგვისტო, 2017. გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.