პროექტის აღწერა:
პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ქალებისა და ადამიანის უფლებათა დამცველთა გაძლიერება, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ აქტიურ ლიდერებად და ადვოკატებად, რომლებიც შეძლებენ საკუთარი თემებისა და ინტერესების დაცვას დემოკრატიულ პროცესებში.
ორი დღის განმავლობაში გამართული ინტენსიური ტრენინგი დაეხმარება მონაწილეებს, გაიღრმავონ პრაქტიკული ცოდნა და უნარები ადვოკატირების მიმართულებით, დაეუფლონ სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების ინსტრუმენტებს და განავითარონ ლიდერული თვისებები, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ სივრცეში თავიანთი პოზიციების თავდაჯერებულად გასახმოვანებლად.
პარტნიორი/დონორი: HUMAN RIGHTS HOUSE FOUNDATION (HRHF)
პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2025 — 31.03.2025
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 9,520 ევრო
პროექტის აქტივობები: პროექტის ფარგლებში „საფარმა“ ჩაატარა ტრენინგები და დაეხმარა მონაწილეებს გაეღრმავებინათ ცოდნა და განევითარებინათ პრაქტიკული უნარები ადვოკატირების, ლიდერობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის მიმართულებით.