"საფარის" აქტივობები

ქალთა უფლებების 5 ევრაზიელი აქტივისტი, რომელსაც უნდა იცნობდეთ

ამერიკული უფლებადაცვითი ორგანიზაცია Equality Now აქვეყნებს სტატიას სათაურით “ქალთა უფლებების 5 ევრაზიელი აქტივისტი, რომელსაც უნდა იცნობდეთ”. გთავაზობთ სტატიას.

Equality Now-ს აქვს პრივილეგია, ითანამშრომლოს ქალთა უფლებების აქტივისტებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ამ თვეში, ჩვენ ვესაუბრეთ ქალ აქტივისტებს მთელი ევრაზიიდან, სადაც ჩვენ ქალთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფებთან ვთანამშრომლობთ, რათა ვაიძულოთ მთავრობები, პასუხისმგებლობა აიღონ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, ასევე მართლმსაჯულებაზე წვდომაზე.

 

ბაია პატარაია, საქართველო
კავშირი “საფარი”

ძირითადად ოჯახში, გენდერული, სქესობრივი ძალადობისა და გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლებთან ვმუშაობ. საერთო ჯამში, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ქალების ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაძლიერებას. ასევე, განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს უმცროსი ასაკის გოგონების განათლების კუთხით, რათა ისინი მეტად მედეგნი იყვნენ გენდერული დისკრიმინაციისა და შევიწროების ფორმების მიმართ.

საზოგადოება საქართველოში ძალზე პატრიარქალურია. ამიტომ, ჩვენ გულმოდგინედ უნდა ვიმუშაოთ გენდერული როლების აღქმის პრობლემებზე და ვებრძოლოთ ღრმად გამჯდარ სტერეოტიპებს. კანონმდებლობის ყოველ ცვლილებაზე, ჩვენ საზოგადოება პრობლემის არსებობასა და მათ გენდერულ ბუნებაში უნდა დავარწმუნოთ.

ქალთა მოძრაობა საქართველოში საკმაოდ ძლიერია. აქტივისტებსა და ჯგუფებს ქალთა პრობლემების პოლიტიკურ დღის წესრიგში შეტანა შეუძლიათ. სტერეოტიპები ნელ-ნელა იცვლება, თუმცა პროგრესი უკვე თვალსაჩინოა.

 

მარიამ ტოროსიანი, სომხეთი
Safe YOU / Impact Innovations Institute-ს გენერალური დირექტორი და დამაარსებელი

ცხოვრების ბევრი წელი მაქვს გატარებული იურისტად, უშუალოდ იმ ქალებთან მუშაობაში, რომლებსაც ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის ესა თუ ის ფორმა გამოუვლიათ.

Impact Innovations Institute (IMIN) იმისთვის დავაარსე, რათა მობილური აპლიკაცია და პლატფორმა Safe YOU შემემუშავებინა. ამან წვდომა გააჩინა იმ ინოვაციურ მოცემულობაზე, რაც ქალებს ძალადობისგან თავის დაღწევაში, არიდებასა და სამართლებლივი დევნის უზრუნველყოფაში დეხმარებოდა. ჩვენ გვსურდა, რომ Safe YOU-ს ინფორმაციის, განათლების, დაცულობისა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების გავრცელებაზე ემუშავა.

წელიწადზე ცოტა მეტ ხანში ჩვენ ვნახეთ, რომ სომხეთსა და საქართველოში 16000-ზე მეტმა ქალმა ისარგებლა Safe YOU-ს სერვსებით. კერძოდ, აპლიკაციას უკავშირებენ ორი სიცოცხლის – დედისა და მისი 3 წლის გოგონას – გადარჩენას.

 

ნადეჟდა ზამოტაევა, რუსეთი
ცენტრ Сестры-ს ხელმძღვანელი, ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია Китеж-ის ფსიქოლოგი

კრიზისულ სიტუაციებში კონსულტირებისა და დაცვის 27-წლიანი გამოცდილება მაქვს. ამჟამად სქესობრივი და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან ვმუშაობ. ასევე, ვმუშაობ ადამიანებით ტრეფიკინგის წინააღმდეგ.

ცენტრი Сестры არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მოსკოვში 1994 წლიდან მუშაობს. იგი უფასო, ანონიმურ და კონფიდენციალურ დახმარებას უწევს სქესობრივი ძალადობის მსხვერპლებსა და მათ ახლობლებს, ასევე, იგი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას.

2021 წლის მხოლოd პირველ ნახევარში, ჩვენ 1500-ზე მეტი ადამიანი დაგვიკავშირდა. ნდობის ტელეფონზე შემოვიდა 750 ზარი, კრიზისულ ფოსტაზე მივიღეთ 1098 წერილი, ჩატარებულია 124 კონსულტაცია და 10 ჯგუფური შეხვედრა, 8 მონაწილის მხარდასაჭერად.

 

ნინა პოტარსკაია, უკრაინა
უკრაინაში WILPF-ს ეროვნული კოორდინატორი, ინიციატივის Women’s Dialogues Without Borders მონაწილე

მე ვმუშაობ კონფლიქტურ სიტუაციებში ქალთა უფლებების დარღვევის პრობლემებზე, ქალი სამშვიდობოების უფლებებზე, ასევე სოციალურ-ეკონომიკური უფლებებზე. ასევე, ვარ უკრაინაში WILPF-ს ეროვნული კოორდინატორი, 8 მარტის ქალთა მარშის თანაორგანიზატორი, Women’s Network for Dialogue and Inclusive World-ის თანაკოორდინატორი, ვმონაწილეობ სოციალური და შრომითი კვლევების ცენტრის კვლევებში.

ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის მიღებაც მთავრობას ქალებისა და გოგონების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეუძლია, ეს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციაა, და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამასთან ახლოს ვართ. ეს უზრუნველყოფდა აუცილებელ მექანიზმებს და გაამყარებდა სახელმწიფოს ვალდებულებებს.

გარდა ამისა, ჩემი აზრით, სკოლამდელ და სასკოლო განათლებაში გატარებულ ცვლილებებს შედარებით სწრაფად და ეფექტიანად შეუძლია ქალთა მდგომარეობის შეცვლა: დღის საბავშვო ბაღების დაფინანსება და სკოლისგარე ჯგუფების ორგანიზება. დღეს სკოლების გაფართოება გათვალისწინებული არაა, ხოლო საბავშვო ბაღები ღიაა 15: 30-17: 00-მდე, რაც მშობლების უმრავლესობის გრაფიკს არ შეესაბამება.

 

ირინა, უზბეკეთი,
Nemolchi.uz

ჩვენ პრიოროტეტულად ვმუშაობთ იმ ქალებისა და გოგონების პრობლემებზე, რომლებიც სქესობრივი და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არიან. ოჯახში ძალადობაში ჩვენ მოვიაზრებთ არა მხოლოდ ნებისმიერი სახის ძალადობას არსებული პარტნიორების მხრიდან, არამედ – ყოფილი პარტიორებისგანაც. ეს მოიცავს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ, სქესობრივ, ეკონომიკურ ძალადობას, შევიწროებას, მუქარებსა და ა. შ.

ჩვენ გვაქვს საინფორმაციო პროექტი, ჩვენ ვისწრაფვით საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლისკენ ქალთა უფლებების დაცვის მიმართ და ქალთა ურთიერთდახმარების კულტურის დანერგვისკენ, ვებრძვით სტერეოტიპებს, ვყვებით ძალადობაგამოვლილთა ისტორიებს, უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევთ ბენეფიციარებს, მოვუწოდებთ კანონმდებლობის შეცვლისკენ და ა. შ.

ჩვენს საზოგადოებაში ძლიერია პატრიარქალური განწყობები. როცა საქმე მიდის ქალზე ძალადობამდე, ხშირად აქცენტი ისევ მსხვერპლზე კეთდება: როგორ იქცეოდა, რა ეცვა, რამდენად კარგად ასრულებდა ცოლის მოვალეობებს და ა. შ. საზოგადოებას მიაჩნია, რომ სირცხვილია, იყო გაუპატიურებული, სირცხვილია ქალწულობის დაკარგვა, განქორწინება. მოკლედ: გოგოდ დაიბადე? ჰოდა დამნაშავე ხარ!

ჩვენ უნდა შევცვალოთ კანონმდებლობა, რადგან იგი არ მუშაობს. რეფორმები შესაძლებელია მხოლოდ მყარი საკანონმდებლო ბაზის პირობებში, რომელიც ძალადობისგან ეფექტიანად დაიცავს. აუცილებელია ქალთა დაცვის მთელი სისტემის დაცვა: სარეაბილიტაციო ცენტრების სტრუქტურიდან და დაფინანსებიდან დაწყებული, სტერეოტიპებთან ბრძოლით დამთავრებული.

equalitynow.org