პოლიტიკაshe

ქეთლინ ჰოჩული ნიუ-იორკის შტატის პირველი ქალი გუბერნატორია

ენდრიუ კუომოს გადადგომის შემდეგ, ქეთლინ ჰოჩული (Kathleen Courtney Hochul) ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა. ქეთლინი მანამდე ვიცე-გუბერნატორის პოსტზე მუშაობდა. ახლა, იგი პირველი ქალი გუბერნატორია, შტატის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე.

“მინდა, ნიუ-იორკის მცხოვრებთ ვუთხრა, რომ ამოცანის შესასრულებლად მზად ვარ. და მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ მათ გუბერნატორად ვიმუშავებ. იმედებს ნამდვილად არ გავაცრუებ”, – განაცხადა მან.

გარდა ამისა, ჰოჩული უკვე შეუდგა საკადრო ცვლილებების გატარებას: მისი მდივანი კარენ კეოგი იქნება, მრჩეველი კი – ელიზაბეტ ფაინი. ამგვარად, შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების სამივე საკვანძო თანამდებობაზე ქალები იმუშავებენ.

აგვისტოს დასაწყისში, ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ გუბერნატორის თანამდებობას სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებების გამო ტოვებდა. შტატის გენერალური პროკურორის ლეტისია ჯეიმსის ინიცირებით მიმდინარე გამოძიებამ დაადასტურა 11 ქალის ჩვენება იმის შესახებ, რომ კუომო მათ უადგილოდ ეხებოდა, მათ გარეგნობაზე კომენტარებს აკეთებდა და თავს სხვაგვარი სექსუალიზებული შენიშვნების უფლებებს აძლევდა მათი მისამართით. გარდა ამისა, მოწმეები კუომოს ოფისში არსებული აუტანელი სამუშაო გარემოს შესახებ საუბრობდნენ, მაგალითად იმაზე, რომ გუბერნატორისთვის “არას” თქმა დაუშვებელი იყო.

nymag.com