Forbes-ის თანახმად, ამერიკელი მსახიობი ემი შუმერი (Amy Schumer) პირველი ქალია, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომიკოსების ათეულში შედის.
ერთი წლის მანძილზე, 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე, შუმერმა 17 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რამაც სიაში მისი მეოთხე ადგილის დაკავება განაპირობა. პირველ პოზიციას კევინ ჰარტი (Kevin Hart) იკავებს, რომლის წლიურმა შემოსავალმაც 87,5 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა სიის შარშანდელი ლიდერი ჯერი საინფელდი (Jerry Seinfeld, 43,5 მილიონი), მესამეზე – ტერი ფეიტორი (Terry Fator, 21 მილიონი).
ათეულში ასევე შევიდნენ: მეთოჯინე-მუცლით მეზღაპრე ჯეფ დანჰემი (Jeff Dunham, 13,5 მილიონი, მეხუთე ადგილი), დეივ შაპელი (Dave Chappelle, 13 მილიონი, მე-6 ადგილი), ჯიმ გეფიგანი (Jim Gaffigan, 12,5 მილიონი, მე-7 ადგილი), გებრიელ იგლესიასი (Gabriel Iglesias, 9,5 მილიონი, მე-8 ადგილი), რასელ პიტერსი (Russell Peters, 9 მილიონი, მე-9 ადგილი) და ერთადერთი ბრიტანელი ჯონ ბიშოპი (John Bishop, 7 მილიონი, მე-10 ადგილი).
სიაში მოხვედრილი არტისტების უმრავლესობა სტენდაპის ჟანრში (სოლო იუმორისტული გამოსვლა ცოცხალი აუდიტორიის წინაშე) გამოდის. ემი შუმერს საკუთარი ტელეშოუ მიჰყავს, სახელწოდებით „ემი შუმერის შიგნით“ (Inside Amy Schumer). ასევე, იგი მონაწილეობს ფილმებში: „უკომპლექსო გოგო“ (Trainwreck) და Seeking a Friend for the End of the World.