შოტლანდიის ეკლესია თავის პასტორებსა და მრევლს იმის შემოწმებას სთავაზობს, გრძნობენ თუ არა ტრანსგენდერი ადამიანები რელიგიურ თემში ჩართულობას, იღებენ თუ არა მისგან მხარდაჭერასა და უსაფრთხოებას. ამისათვის, ეკლესიამ 30-გვერდიანი საგანგებო ბუკლეტი გამოუშვა.
ახალი გამოცემა, სახელწოდებით „განსხვავებული გენდერული იდენტობები და პასტორის საზრუნავი“ (Diverse Gender Identities and Pastoral Care), შოტლანდიის ყველა საეკლესიო თემს გადაეგზავნა. ბუკლეტის ავტორები ასევე მოუწოდებენ ეკლესიას, მეტი მგრძნობელობა გამოიჩინონ ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანების საჭიროებების მიმართ.
„ბუკლეტის მიზანი არაა ეკლესიისა და ტრანსგენდერი თემის ურთიერთობის შესახებ რაიმე განცხადების გაკეთება. მასში არ არის ტრანსგენდერობის არანაირი საღვთისმეტყველო ახსნები. შოტლანდიის ეკლესია იმისთვის არსებობს, რომ შოტლანდიის მთელს ხალხს ღვთის სიტყვა ამცნოს. ჩვენ მათთან ერთად ბევრი თაობა ვიცხოვრეთ და ახლაც განვაგრძობთ ცხოვრებას“, აცხადებს ღირსი ნორმან სმიტი (Norman Smith), ეკლესიის მოწვევის მისიის საბჭოს წევრი.
ბუკლეტში ტრანსგენდერი ადამიანების, მათი მეუღლეების, მშობლებისა და მოძღვრების თერთმეტი ნამდვილი ისტორიაა მოყვანილი, სადაც ტრანსგენდერი ადამიანები დაწვრილებით აღწერენ ქრისტიანი მრევლის მხრიდან დევნა-ზეწოლის შემთხვევებს, რის გამოც, ისინი იძულებულნი ხდებოდნენ, თავიანთი ტრანსგენდერის სტატუსი დაემალათ.
ღირსი ნორმან სმიტი დარწმუნებულია, რომ ბუკლეტი „…პასტორის სამუშაოს შეამსუბუქებს: ადამიანებს სივრცეს მისცემს, რომელშიც რწმენაზე ისაუბრებენ, ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებებს გაუზიარებენ, თუ როგორი გავლენა იქონია ეკლესიამ მათ ცხოვრებაზე“.
ბროშურის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია უფასოდ.
წყარო: christiantoday.com