“საფარი” ქალთა ფემინისტური ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს ქვეყნის მასშტაბით გაზარდოს ქალთა უფლებებზე ცოდნა. ამისათვის მან დაარსა ორენოვანი ფეისბუქ პლათფორმები “ფანჯარა” და “განძი”.
Pəncərə/ფანჯარა არის ქართულ-აზერბაიჯანული პლატფორმა, რომლის მიზანია ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის მოქალაქეების უკეთესი ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოაგდოებაში. ამ პლატფორმაზე თემის წევრი ახალგაზრდები აჟღერებენ საკუთარ მოსაზრებებს და განიხილავენ თემში არსებულ პრობლემებს ადამიანის უფლებების, განათლების ხელმისაწვდომობის, ქალთა გაძლიერების, აქტივიზმის და სხვა საკითხების ჭრილში.
“ფანჯარაზე” ისმის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზდების ხმა ქართულენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის. აზერბაიჯანელენოვან მკითხველს შესაძლებლობა აქვთ მშობლიურ ენაზე მიიღონ ინფორმაცია უამრავ მნიშვნელოვან საკითხზე. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვან ინტეგრაციას საზოაგდოებაში, მათ შორის, ენობრივი ბარიერის გამო.
ბოლო რამდენიმე დღეა Pəncərə/ფანჯარა-ზე მიმდინარეობს ორგანიზებული შეტევა რადიკალურად განწყობილი ჯგუფებისგან, მათ შორის არინ საჯარო მოხელეები და გარკვეულ რელიგიურ ორგანზიეციებს მიკუთვნებული პირები. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ისინი სოციალურ ქსელებში თავს ესხმიან Pəncərə/ფანჯარა-ს ახალგაზრდა ბლოგერებსა და აქტივისტებს, შეურაცხყოფას აყენებენ და აბულინგებენ მათ, რათა გააჩუმონ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “საფარი”, მისი პლატფორმები, ბლოგერები და მხარდამჭერები მსგავსი ზეწოლის ქვეშ ექცევიან. ქალების გაძლიერებაზე ორიენტირებული სივრცეები ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტები რადიკალურად განწყობილი პირებისა თუ ჯგუფებისაგან. პატრიარქალური საზოაგდოების რეაქცია ამგვარია ქალებისა და გოგონების უფლებების მხარდამჭერასა და გაძლიერებაზე.
გაცნობებთ, რომ Pəncərə/ფანჯარა აგრძელებს მუშაობს და იმ ღირებულებების მხარდაჭერას, რისთვისაც შეიქმნა. ჩვენ ვამაყობთ “ფანჯარას” ყველა ბლოგერით და მხარდამჭერით. “საფარი” დგას იმ ახალგაზრდა აქტივისტების გევრდით, რომლებიც იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, აზერბაიჯანელი თემის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.