ხვალ, 2 სექტემბერს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განიხილავს “საფარის” განცხადებას, მაია ასათიანის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის დარღვევის შესახებ (“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”).
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 15 ივნისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა მაია ასათიანის საავტორო გადაცემა „პროფილი“, რომელშიც მოწვეული იყო 5 შვილის დედა, სექს მუშაკი. “საფარის” საჩივარი გადაცემაში გაჟღერებულ, სექს მუშაკთა კიდევ უფრო მასტიგმატიზებელ და უტრირებულად მორალისტურ დამოკიდებულებებს ეხება.
ზემოთხსენებული საჩივრის შესახებ, უფრო ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ აქ.